вторник, 6 февраля 2024 г.

გააზრებული კითხვის სირთულე და მისი დაძლევის გზები დაწყებით კლასებში

ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების საჭიროების კვლევის ანგარიში

 

 

 

 

 

 

გააზრებული კითხვის სირთულე და მისი დაძლევის გზები დაწყებით კლასებში

 

 

 

მეორე კლასის წამყვანი მასწავლებელი დონარი გორგილაძე

 

 

 

 

 

 

 

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ კაპრეშუმის საჯარო სკოლა

2021-2022 სასწავლო წელი

 

სარჩევი

შესავალი. 2

თავი I 3

I.1. მოკლე ინფორმაცია სკოლის შესახებ. 3

1.2. საკვლევი თემის აქტუალობა. 3

1.3. პრობლემის ანალიზი: 4

1.5. კვლევის მთავარი კითხვა: 5

თავი III კვლევის მეთოდები. 10

III.1. თვისობრივი მეთოდები: 10

III.2. რაოდენობრივი მეთოდები. 11

III.3. ანკეტირება. 13

III.4. კვლევის სამიზნე ჯგუფი: 14

IV. 1. სტატისტიკური მონაცემები. 14

IV.2. მონაცემთა ანალიზი. 17

V.1. ინტერვენცია და მისი მიზანი. 20

V.2. ინტერვენციის შეფასება და შედეგები. 25

თავი VI. რეკომენდაციები და კვლევის შედეგები. 26

VI.1. რეკომენდაციები. 26

VI.2. პედაგოგიური პრაქტიკის კვლევის შედეგები. 28

7.დასკვნა. 30

7.1 დასკვნა: 30

7.2. კოლეგებთან გაზიარება. 31

8. დანართები. 32

დანართი 1: მოსწავლის ანკეტა. 32

დანართი 2:  მშობლის ანკეტა. 34

დანართი 3: მასწავლებლის ანკეტა. 36

დანართი 4: ინტერვიუ სკოლის დირექტორთან. 38

დანართი 5: ინტერვიუ მოსწავლეებთან. 38

დანართი 6: ინტერვიუ მასწავლებლებთან. 39

დანართი 7: ინტერვიუ მშობლებთან. 39

 

 

 

 

 

შესავალი        

მოსწავლეების სწავლა-სწავლების პროცესში მასწავლებლის როლი ძალიან დიდია. მის  წინაშე სერიოზული გამოწვევებია, რომელთა გადაჭრა საკმაოდ  რთული  პროცესია და დიდ  ძალისხმევას მოითხოვს.

ჩემი  მიზანია  განათლების  მაღალი ხარისხი და წარმატებისთვის საჭირო უნარების განვითარება  მოზარდებში.  რატომ უნდა ვიზრუნოთ გააზრებული კითხვისა და წერის, წიგნიერების სწავლება-სწავლის გაუმჯობესებაზე დაწყებით კლასში? გამოკითხვების შედეგად განათლების/სკოლის მაღალ საფეხურზე უკეთესი მიღწევებით გამოირჩევიან მოსწავლეები, რომლებმაც დაწყებით საფეხურზე კარგად ისწავლეს კითხვა და წერა.  წიგნიერი მოსწავლე სწრაფად და ხარისხიანად სწავლობს არამარტო მშობლიურ ენას არამედ სხვა საგნობრივ მეცნიერებებს. ის გამოირჩევა ემპათიის, პოზიტიური სოციალური ურთიერთობის და თანამშრომლობის უნარებით. ეროვნული სასწავლო გეგმის მშობლიური ენისა და ლიტერატურის, ქართულის, როგორც მეორე ენისა და უცხოური ენების საგნობრივი სტანდარტის ძირითადი მიმართულებებია კითხვა და წერა. პრიორიტეტულ გამჭოლ კომპეტენციებს შორის კი წიგნიერება პირველია.

წინამდებარე ნაშრომი წარმოადგენს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ კაპრეშუმის საჯარო სკოლის საჭიროების კვლევის ანგარიშს. კვლევა განახორციელა ამავე სკოლის დაწყებითი კლასის პედაგოგმა  დონარი გორგილაძემ. კვლევის მიზანია აღნიშნული სკოლის დაწყებითი კლასის მოსწავლეებში გააზრებული, წიგნიერების დაბალი დონის მიზეზების დადგენა, მის აღმოსაფხვრელად შესაბამისი ინტერვენციების დაგეგმვა, განხორციელება და მიღწეული შედეგების შეფასება. კვლევა მიმდინარეობდა 2021 წლის  იანვრიდან 2022 წლის იანვრის ბოლომდე. კვლევა შედგება 7 თავისაგან:

I თავში მოცემულია მოკლე ინფორმაცია სკოლის შესახებ, საკვლევი საკითხის აქტუალობა, პრობლემის ანალიზი, კვლევის მიზანი და კვლევის განრიგი.

II თავში მოცემულია სხვადასხვა ავტორის მოსაზრებები და კვლევები გააზრებულ კითხვაზე.

III თავი მოიცავს სკოლის საჭიროების კვლევის მეთოდებს, საკვლევი საკითხის კითხვას და კვლევის სამიზნე ჯგუფს.

IV თავში განხილულია კვლევის სტატისტიკური მონაცემები, მათი ანალიზი და ძირითადი მიგნებები.

V თავში მოცემულია ინტერვენციის მეთოდები და მათი შეფასება.

VI თავში აღწერილია კვლევის რეკომენდაციები.

VII თავი დასკვნა და კოლეგებთან გაზიარებაა.

კვლევას თან ახლავს ბიბლიოგრაფია და დანართები.

 

 

 

თავი I 

 I.1. მოკლე ინფორმაცია სკოლის შესახებ

სსიპ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ კაპრეშუმის საჯარო სკოლა მდებარეობს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში. იგი მცირეკონტიგენტიანია. სულ 121 მოსწავლე. აქედან პირველ საფეხურზე სწავლობს  47 მოსწავლე, საბაზო საფეხურზე-50, ხოლო  საშუალო საფეხურზე-  24.   სკოლას ყავს 20 პედაგოგი. მათ შორის 2 პრაქტიკოსია, 17 უფროსი მასწავლებელი, ხოლო 4 წამყვანი.  სკოლაში შექმნილია  პირობები სასწავლო პროცესის ნორმალურად წარმართვისათვის. 

 

1.2. საკვლევი თემის აქტუალობა

მოზარდის განათლების საზომი წიგნიერების დონეა. წიგნიერებაა წერა-კითხვა, გამართულად, გააზრებულად საუბარი. დასაბუთებული მსჯელობა, პრობლემური ამოცანების გადაჭრა. წიგნიერი ადამიანი გამოირჩევა ემპათიის, პოზიტიური სოციალური ურთიერთობის და თანამშრომლობის უნარებით რაც საზოგადოებაში კომუნიკაციისთვის, თვითდამკვიდრებისთვის, ყოველდღიურ ცხოვრებაში თვითრეალიზაციისთვის სჭირდება. წიგნიერება გვეხმარება სოციალური, ეკონომიკური,და კულტურული ცვლილებების დაგეგმა-განხორციელებაში.

დაწყებითი განათლების ეროვნული სასწავლო გეგმა განსაზღვრავს სავალდებულო მოთხოვნებს და არის ორიენტირი, რომლისკენაც უნდა წარიმართოს საგანმანათლებლო პროცესი. გეგმის მე-4 მუხლში გარკვევითაა განსაზღვრული დაწყებითი საფეხურის მისია:

ა) საგანთა თანამიმდევრული სწავლა-სწავლების გზით მოსწავლის გონებრივი, ფიზიკური, ემოციური და სოციალური განვითარების ხელშეწყობა; 

ბ) საბაზისო უნარების - წიგნიერებისა და რაოდენობრივი წიგნიერების განვითარების ხელშეწყობა; 

გ) სასკოლო გარემოსა და სწავლის მიმართ დადებითი დამოკიდებულების ჩამოყალიბება, ცნობისმოყვარეობის ცოდნისმოყვარეობაში გადაზრდა და მოსწავლის მომზადება საბაზო საფეხურისთვის.

წიგნიერების, გააზრებული კითხვის დონის კვლევა მნიშვნელოვანია თანამედროვე საგანმანათლებლო სივრცეში, საგანმანათლებლო მიღწევების შეფასების საერთაშორისო ასოციაცია (IES) ამ მიმართულებით მთელი მსოფლიოს მასშტაბით აწარმოებს კვლევებს. მათ შორის უმნიშვნელოვანესია 9-10 წლის ბავშვების წიგნიერების დონის განმსაზღვრელი ტესტი (PIRLS), რომელიც ყოველ 4 წელიწადში ერთხელ ტარდება მსოფლიოში.

წიგნიერების გამოსავლენად ჩატარებულ ორ კვლევას შორის, 2006 და 2011 წლებში, გარკვეული წინსვლა შეინიშნება, თუმცა, საერთო მაჩვენებელი მაინც საშუალოზე დაბალი რჩება.

თუ წინა ორი კვლევის შედეგებს გადავხედავთ, 2006 წლიდან 2011 წლამდე, წიგნიერების ამაღლების დონემ საქართველოში საშუალო მაჩვენებელს მაინც ვერ მიაღწია. თუ ყოველ 5 წელიწადში მხოლოდ ამ ტემპით წავა განვითარება, საშუალო დონეს მხოლოდ 40 წლის შემდეგ მივაღწევთ, რაც საგანგაშოა” – აღნიშნა რადიო ფორტუნასთანსაუბრისას შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მაშინდელმა ხელმძღვანელმა მაია მიმინოშვილმა.

იგივე პრობლემის წინაშე დგას ჩემი სკოლაც. მიუხედავად სხვადასხვა აქტივობების პილოტირებისა, რომელიც მათი აქტიურ მკითხველებად ჩამოყალიბებსა ითვალისწინებს, პატარების წიგნიერების დონე ძალიან დაბალია. მოსწავლეთა უმრავლესობა ნაკლებად იცნობს ქართულ ხალხურ ზღაპრებს, მსოფლიოს ცნობილ მეზღაპრეთა ნაწარმოებებს, თანამედროვე საბავშვო მწერალთა შემოქმედებას. მცირეა მათი ლექსიკური მარაგი. გარკვეულწილად ამ პრობლემას ხელი დისტანციურ სწავლების ფორმატმა შეუწყო. მოსწავლეები აღმოჩნდნენ ეკრანს მიღმა მშობლების იმედად, რომელთა უმეტესობისთვისაც პრობლემა იგივეა. მასწავლებლებისთვის მშობლები მხოლოდ ინსტრუქციის შემსრულებლები აღმოჩნდნენ და არა ძალა პრობლემის დასაძლევად. 

პრობლემის აღმოსაფხვრელად მოძიებული ინფორმაციით  გავიღრმავებ  საჭირო ცოდნასა და უნარებს. კვლევა საჭიროებს კოლეგებთან და მშობლებთან თანამშრომლობას, გამოცდილების გაზიარებას, რაც ამ საკითხით დაინტერესებულ ყველა პედაგოგს დაეხმარება საკუთარი პრაქტიკის გაუმჯობესებაში. ვფიქრობ, დადებითად აისახება მოსწავლეებზე და ზოგადად სკოლის მაჩვენებელზე. ჩემი კვლევა განთავსდება ინტერნეტსივრცეში საკუთარ ბლოგზე და იგი დაეხმარება ამ საკითხით დაინტერესებულ სხვა სკოლების პედაგოგებსაც. ჩემი გულმოდგინე შრომა ემსახურება მოსწავლეებისთვის წიგნის, კითხვის შეყვარებას.

  1.3. პრობლემის ანალიზი:

სკოლაში, სადაც განვახორციელე კვლევა დაწყებით კლასებში, 47 მოსწავლეა.  სკოლის ადმინისტრაცია და მასწავლებლები კარგად აცნობიერებენ ეფექტური კითხვის უნარის განვითარების მნიშვნელობას ნებისმიერი საგნის სწავლებისას. მასწავლებლები რეგულარულად იყენებენ ინოვაციურ ინტერაქტიული სწავლების მეთოდებს.  მიუხედავად ამისა, როცა მოსწავლეები მონაწილეობენ სხვადასხვა ღონისძიებებში - პროექტებში, დისკუსიებში, დებატებში, ინტელექტუალურ თამაშებში მათი ცოდნა მოქცეულია ვიწრო ჩარჩოებში და წიგნიერების დონე საკმაოდ დაბალია. უჭირთ არგუმენტირებული მსჯელობა და ვერ ცდებიან გაკვეთილებზე მიღებულ ცოდნას. ზოგ მოსწავლეს უჭირს წაკითხულის გააზრება. ანალოგიურ პრობლემებს გამოთქვამდნენ მაღალი კლასის პედაგოგებიც. ისინი პრობლემას ხედავენ დაწყებით კლასებში, სადაც ეყრება საფუძველი აღნიშნული უნარის განვითარებას. საჭიროდ ჩავთვალე  ამ საქმეში გარდა კოლეგებისა ჩამერთო მშობლებიც. მათ უნდა გააცნობიერონ განათლების სისტემაში არსებული ცვლილებები და გამოწვევები, ეროვნული სასწავლო გეგმის პრინციპები და ფასეულობები. აგრეთვე, სასკოლო სასწავლო გეგმითა და სკოლის სტრატეგიული განვითარების მიზნით დაგეგმილი ღონისძიებები. მშობელს სრულფასოვანი წარმოდგენა უნდა შეექმნას მის როლზე ბავშვის განვითარების საქმეში და აქტიური წევრი სასკოლო საზოგადოებაში. მართალია დღეს გავრცელებული კორონა ვირუსის გამო მშობელთა ვიზიტები სკოლის შენობაში შეზღუდულია, ვფიქრობ, უნდა დაიგეგმოს ისეთი აქტივობები, სადაც მსობელი ვერ/არ მოწყდება სკოლას და აქ მიმდინარე პროცესების აქტიური წევრი იქნება.

მრავალგზის არის დადასტურებული, რომ სკოლისა და მშობლის ძალისხმევის გაერთიანება აუცილებელია შედეგზე გასასვლელად. ჩემი პედაგოგიური კვლევაც სწორედ მშობელთა ჩართულობის გაზრდას ისახავდა მიზნად. ოღონდ აქ აქცენტი გაკეთდა პირველკლასელთა გამოწვევებზე, აკადემიური მოსწრების გაუმჯობესებაზე, მშობელთა ჩართულობაზე სასწავლო პროცესში. მშობელთა აქტიურობამ აამაღლა მოსწავლეთა აკადემიური თუ სოციალური უნარები. აქტივობები გათვლილი იყო მშობლების მაქსიმალურ ჩართულობას საგაკვეთილო თუ კლასგარეშე ღონისძიებებში. ამჟამად მსურს ჩემი წვლილი შევიტანო ჩემს სკოლაში წიგნიერების  დონის ამაღლებაში. დავგეგმო ინტერვენციები, სხვადასხვა სახის აქტივობები, რომლებიც ამჯერადაც იქნება გათვლილი მშობელთა აქტიურობითა და ჩართულობით, თუნდაც სკოლის შენობის გარეთაც. დავიწყე საკითხის კვლევა. 

 

  1.4. კვლევის მიზანი:

კვლევის მთავარი მიზანია: გამოვიკვლიო ჩემს სკოლაში წიგნიერების დაბალი დონის გამომწვევი მიზეზები და დავსახო მისი დაძლევის გზები.

  კვლევა დამეხმარება:

v  გულდასმით და საფუძვლიანად გავეცნო ლიტერატურას წიგნიერების დაბალი დონის გამომწვევი მიზეზების შესახებ; 

v  გამოვავლინო  ჩემს სკოლაში არსებული მიზეზები კოლეგებთან თანამშრომლობით;  

v  დაკვირვებებით, სხვადასხვა სახის აქტივობების პილოტირებით გამოვნახო პრობლემის გადაჭრის ოპტიმალური გზები; 

v  დავგეგმო და განვახორციელო ინტერვენციები, რომლებიც ხელს შეუწყობს მოსწავლეებში წიგნიერების დონის ამაღლებას. 

კვლევა ორიენტირებულია მოსწავლეთა წიგნიერების დონის  გაზრდაზე, კლასგარეშე ლიტერატურით დაინტერესებაზე, ლექსიკური მარაგის გამდიდრებაზე.

ყველაზე გავრცელებული მიზეზები:

      ოჯახის მცირე განათლება;

      სახლში წიგნების და წახალისების ნაკლებობა კითხვის მნიშვნელობასთან დაკავშირებით;

      აკადემიური წარუმატებლობა და ხშირი გაცდენა;

      მძიმე საცხოვრებელი პირობები და სიღარიბე;

      სწავლის უნარის დაქვეითება, როგორიცაა დისლექსია და ა.შ;

      პესიმისტური ხედვა და დაბალი თვითშეფასება.

1.5. კვლევის მთავარი კითხვა:

როგორ გავზარდო ჩემი სკოლის დაწყებითი კლასის მოსწავლეების წიგნიერება? როგორ შევაყვარო და  მივაჩვიო გააზრებულ კითხვას?

 

 

 

 

1.6. კვლევის განრიგი:

 

 

აქტივობა

იანვარი

თებერვალი

მარტი

აპრილი

მაისი

ივნისი

სექტემბერი

ოქტომბერი

ნოემბერი

დეკემბერი

იანვარი

საკვლევი პრობლემის შერჩევა

x

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

კვლევის გეგმის შემუშავება

 

x

 

 

 

 

 

 

 

 

 

კითხვარის შედგენა დამუშავება

 

 

x

 

 

 

 

 

 

 

 

მოსწავლეთა გამოკითხვა

 

 

 

x

 

 

 

 

 

 

 

შეხვედრა ფოკუსჯგუფთან

 

 

 

x

 

 

 

 

 

 

 

მშობელთა გამოკითხვა

 

 

 

 

x

 

 

 

 

 

 

მიღებული შედეგების ანალიზი

 

 

 

 

 

x

 

 

 

 

 

სავარაუდო ინტერვენციების განხილვა

 

 

 

 

 

 

x

 

 

 

 

ინტერვენციების განხორციელება

 

 

 

 

 

 

x

x

 

 

 

მეორადი მონაცემების შეგროვება

 

 

 

 

 

 

 

 

x

 

 

ინტერვენციების შედეგების ანალიზი

 

 

 

 

 

 

 

 

 

x

 

პრეზენტაცია

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

x

 თავი 2. ლიტერატურის მიმოხილვა:

გააზრებული კითხვის ტექნიკა, წიგნიერებაზე საკმაო ლიტერატურა, კვლევა, თუ რესურსი არსებობს. ჩემი მიზანია საფუძვლიანად გავეცნო და შესაბამისად გამოვიყენო სასკოლო პრაქტიკაში. აღსანიშნავია ფაქტი საერთაშორისო კვლევების შესახებ.

,,ვსწავლობთ ტექსტის გააზრებას“, კრებულში გაერთიანებულია გამოცდების ეროვნული ცენტრის 2005 წლისა და 2006 წლის გამოცემები, კრებული I (2005 წელი), კრებული II (2006 წელი).

 

წიგნიერების საერთაშორისო კვლევა (PIRLS) ყოველ 4 წელიწადში ერთხელ ტარდება,  წიგნიერებას რამდენიმე ფაქტორი განსაზღვრავს და კვლევაც სწორედ ამ უნარების განვითარების დონეს აფასებს.

ü სხვადასხვა სახის მხატვრული თუ საინფორმაციო ტექსტის არსის გაგება და ჩამოყალიბება;

ü ტექსტიდან ინფორმაციის ამოკრება;

ü მხატვრული ტექსტის კითხვისას სიამოვნების განცდა;

ü ტექსტის შესაბამისი საშუალო დონის ტექსტის გააზრებაზე დაფუძნებული ტესტის შექმნა და ტესტირების ჩატარება კვლევის დონეზე.

კვლევებით დასტურდება, რომ ქართველ ბავშვებს წიგნიერების კუთხით  საშუალოზე დაბალი მიღწევები აქვთ. ამასთან, ქალაქში მცხოვრებ ბავშვებს სოფლად მცხოვრებ მოსწავლეებთან შედარებით უკეთესი მაჩვენებლები აქვთ, ხოლო გოგონების წიგნიერების კოეფიციენტი გაცილებით მაღალია, ვიდრე ვაჟების. 

კვლევის თანახმად საშუალოზე მაღალი მაჩვენებელი 32 ქვეყანას აქვს-ძირითადად ჩრდილოეთ ამერიკისა და ევროპის სახელმწიფოებს.

წიგნიერების მაჩვენებელი, 2018 წელი

 2018 წლის საშუალო მაჩვენებელი 77 ქვეყანაში იყო 85,28 პროცენტი. ყველაზე მაღალი მაჩვენებელი იყო უზბეკეთში: 99,99 პროცენტი და ყველაზე დაბალი მაჩვენებელი ნიგერში: 35,05 პროცენტიინდიკატორი ხელმისაწვდომია 1970 წლიდან 2019 წლამდე. ქვემოთ მოცემულია დიაგრამა ყველა ქვეყნისთვის, სადაც ხელმისაწვდომია მონაცემები.
საზომი: პროცენტიწყარო: იუნესკო

ჰიპერლინკების საშუალებით შესალებელია თითოეულ ქვეყანაში კონკრეტული მაჩვენებლის და მიზეზების ნახვა.


1. უზბეკეთი

2. სან მარინო

3. ლატვია

4. ყაზახეთი

5. ბელორუსია

6. რუსეთი

7. ყირგიზეთი

8. ტონგა

9. იტალია

10. სამოა

11. არგენტინა

12. მონტენეგრო

13. რუმინეთი

14. ურუგვაი

15. ესპანეთი

16. მონღოლეთი

17. ჟორდანია

18. ალბანეთი

19. საბერძნეთი

20. კოსტა რიკა

21. არუბა

22. ბაჰრეინი

23. სინგაპური

24. პალესტინა

25. ბრუნეი

26. ჩინეთი

27. პორტუგალია

28. ქუვეითი

29. სეიშელის კუნძულები

30. ინდონეზია

31. ომანი

32. პანამა

33. მექსიკა

34. კოლუმბია

35. ლიბანი

36. ვიეტნამი

37. მალაიზია

38. მალტა

39. პერუ

40. სურინამი

41. პარაგვაი

42. ტაილანდი

43. ბრაზილია

44. ST&Principe

45. შრი-ლანკა

46. ნამიბია

47. მავრიკი

48. ელ სალვადორი

49. სვაზილენდი

50. ვანუატუ

51. ჰონდურასი

52. ზამბია

53. გაბონი

54. კენია

55. ალჟირი

56. კონგოს რ

57. განა

58. კამერუნი

59. ერითრეა

60. უგანდა

61. მადაგასკარი

62. ინდოეთი

63. ბანგლადეში

64. მაროკო

65. რუანდა

66. ნეპალი

67. ნიგერია

68. სუდანი

69. კომორის კუნძულები

70. კოტ-დ'ივუარი

71. სიერა ლეონე

72. ავღანეთი

73. ბენინი

74. ბურკინა ფასო

75. CA რესპუბლიკა

76. მალი

77. ნიგერი

99.99

99.92

99.89

99.78

99.76

99.73

99.59

99.41

99.16

99.10

99.00

98.85

98.84

98.70

98.44

98.42

98.23

98.14

97.94

97.86

97.81

97.46

97.34

97.22

97.21

96.84

96.14

96.06

95.87

95.66

95.65

95.41

95.38

95.09

95.07

95.00

94.85

94.50

94.41

94.38

94.02

93.77

93.23

92.82

91.71

91.53

91.33

89.01

88.42

87.51

87.21

86.75

84.67

81.53

81.41

80.30

79.04

77.07

76.57

76.53

74.80

74.37

73.91

73.75

73.22

67.91

62.02

60.70

58.82

47.17

43.21

43.02

42.36

41.22

37.40

35.47

35.05

 


ტესტირების მიზანი მხოლოდ წარმატებული და წარუმატებელი ქვეყნების გამოვლენა არაა რა თქმა უნდა. კვლევა მოსწალეთა კითხვის უნარის საერთაშორისო და ეროვნული შედეგების შედარების საშუალებას იძლევა.  შესაძლებელია წიგნიერების დონის ზრდისა თუ შემცირების დინამიკის კონტროლიც. ასევე ტესტირებაში მონაწილე ქვეყნებს საშუალება აქვთ გაითვალისწინონ წარმატებული ქვეყნების გამოცდილება და ქმედითი ნაბიჯები გადადგან წიგნიერების დონის ასამაღლებლად. პირადად გამოვიყენებ და პილოტირებას გავუკეთებ სხვადასხვა ქვეყნების, წარმატებული სკოლების გამოცდილებას ჩემს პრაქტიკაში, გავუზიარებ კოლეგებს, მივიღებ და გავცემ რჩევა-რეკომენდაციებს.

ჩემს სკოლაში პრობლემა მართლაც სერიოზულია. საკითხის არსში უფრო ღრმად გასარკვევად, დაწყებით საფეხურზე ჩავატარე ტესტირება, რომელიც მხატვრული ტექსტის გააზრებაზე იყო. გააზრებული კითხვის, დონის დასადგენად. შედეგი სამწუხაროდ არასახარბიელო აღმოჩნდა. თუმცა არც გამკვირვებია, მაღალი საფეხურის მასწავლებლების ძირითადი საჩივარი დაწყებითი კლასების მასწავლებლებთან სწორედ ტექსტის გააზრების პრობლემაზეა.

ტესტირებაში მონაწილეობა 32 მოსწავლემ მიიღო.

10 ქულიანი - 2 მოსწავლე, 7 ქულიანი -9, 5 ქულიანი - 12, 3 ქულიანი - 7, 1 ქულიანი - 2.

შედეგიდან გამომდინარე მჭირდებოდა შესაბამისი ლიტერატურის წაკითხვა/შესწავლა და გამოყენებული მეთოდების ინტეგრირება სწავლის პროცესში.

ლევან ბერძენიშვილის „წიგნიერების ევოლუცია“, ნაკრები 2015-2016 წლებში ჟურნალ „ლიბერალში“ გამოქვეყნებული საინტერესო სტატიებისგან შედგება.  ამ სტატიებში ავტორი ხაზს უსვამს ლიტერატურის მაღალ ღირებულებას, თუმცა აღნიშნავს, რომ მისი ავტორიტეტი დღეს კითხვის ნიშნის ქვეშ დადგა. მოზარდების უმეტესობა სვამს კითხვას -  რატომ უნდა წავიკითხოთ? რა იქნება თუ არ წავიკითხავთ? და უფროსები სამწუხაროდ მზად არ არიან პასუხის გასაცემად. 

ლ. ბერძენიშვილი ამ სტატიებში წერს - „მხატვრული ლიტერატურა იძლევა სპეციფიკურ განათლებას, არა მარტო ესთეტიკურს, არამედ შემოქმედებით განათლებასაც, ანუ გვაძლევს წარმოსახვის საშუალებას. წარმოსახვას ვერცერთი სხვა დარგი ისე მძაფრად ვერ ავითარებს, როგორც ლიტერატურა. მხატვრული, გამოგონილი სამყარო, გაილებით უფრო ნამდვილია, ვიდრე ცხოვრება. ეს ჯერ კიდევ არისტოტელემ აღმოაჩინა, რომელმაც თქვა, რომ ლიტერატურაში მოვლენები ხდება აუცილებლობით ან მაღალი ალბათობით, ხოლო ცხოვრებაში კი-შემთხვევითობით. ლიტერატურა სიცოცხლის ფუნქციაა, ის ადამიანს შემწყნარებელს ხდის. 

ფოლკნერი ამბობდა, ,, წიგნიერი კაცი გაუძლებს და არა მარტო გაუძლებს, არამედ გადარჩებაო“.

 „უწიგნოდ თვალთახედვის ისარი მოკლეა“. ამბობს ილია.

სამწუხაროდ ჩვენი სკოლა ჩართული არ იყო G-PRIED-ის სასწავლო პროგრამაში. მიუხედავად ამისა საფუძვლიანად გავეცანი ჯიპრაიდისეულ ინოვაციურ მიდგომებს “კითხვისა და წერის სწავლება დაწყებით საფეხურზე, 2015“ წერა-კითხვის უნარის განვითარების პროცესში. იგი პედაგოგებს სთავაზობს სასწავლო პროცესის მორგებას მოსწავლეთა საჭიროებებზე-დიფერენცირებულ სწავლებას.

როგორც ამ კრებულშია აღწერილი, დიფერენცირებული სწავლება მასწავლებლისგან სწავლისა და სწავლების  სხვადასხვა მეთოდს მოითხოვს.  სწავლების  ამგვარი  მიდგომა წარმატებით გამოიყენება კითხვისა და წერის უნარების განვითარების პროცესში, რომლის გამოყენებისას გათვალისწინებული უნდა იქნას გარკვეული საბაზო პრინციპები:

        სასწავლო პროცესის დაგეგმვის დროს მნიშვნელოვანია მოსწავლეთა ინდივიდუალური საჭიროებების შესწავლა და გათვალისწინება; 

        მნიშვნელოვანია, რომ მოსწავლეები სწორად გადანაწილდნენ სამუშაო ჯგუფებში და თითოეულ ჯგუფს მიეცეს ადეკვატური სირთულის ტექსტები/დავალებები;

        ყველა მოსწავლემ/ჯგუფმა  უნდა მიიღოს მიზნობრივი დახმარება  და უკუკავშირი კითხვის პროცესში და წერითი დავალებების შესრულებისას.

როგორც გამოიკვეთა,  მოსწავლის  კითხვის     უნარების  გაუმჯობესებისკენ მიმართული გზები  მისი ინდივიდუალური  საჭიროებების  შეფასებაზე გადის. 

შეფასება  ეფექტური სწავლების ერთ-ერთი საკვანძო ელემენტია. კვლევები ცხადყოფს, რომ რეგულარულ  შეფასებას  მნიშვნელოვნად დიდი წვლილი შეაქვს  მოსწავლის  კითხვის უნარის გაუმჯობესებაში. ის მასწავლებელს ეხმარება განსაზღვროს მოსწავლის საჭიროებები  და  ადეკვატური ცვლილებები განახორციელოს სწავლების პროცესში.

G-pried-ის  კრებულიდან ასევე  ვიგებთ, რომ კითხვის უნარის საკლასო შეფასების სამი  ძირითადი ტიპი არსებობს: 

        სკრინინგი - მოსწავლის ძლიერი და სუსტი მხარეების გამოვლენა;

        დიაგნოსტირება - მოსწავლის წარმატება/წარუმატებლობის მიზეზების პოვნა;

        პროგრესის  მონიტორინგი - სწავლება-სწავლის ეფექტურობის დადგენა, შუალედური შეფასება.

წიგნიერება გულისხმობს ინდივიდის უნარს წაიკითხოს, გაიგოს და დაამუშავოს წერილობითი ინფორმაცია. წიგნიერება აუცილებელია გადაწყვეტილებების მისაღებად, პირადი მიზნების მისაღწევად და საზოგადოებაში ფუნქციონირებისთვისიგი ასევე მოიცავს უნარების განვითარების კონცეფციას. წერილობითი ინფორმაცია მოიცავს:

·         ლიტერატურა;

·         სამეცნიერო ტექსტები;

·         მათემატიკის ტექსტები; და

·         ტექსტები, რომლებიც უნდა შეიცავდეს ცოდნის სხვადასხვა ფორმას.

როგორია წიგნიერების დონეები? რამდენი დონეა და რისი სწვლა/ცოდნაა აუცილებელი, რომ მოზარდი წიგნიერად ჩაითვალოს?

ü  იცის ძირითადი ლექსიკა;

ü  იგებს მოკლე ტექსტებს ერთი ინფორმაციის შემცველობით;

ü  ამყარებს კავშირს ტექსტსა და ინფორმაციას შორის ტექსტებში ორი ან მეტი ინფორმაციის შემცველობით;

ü  კითხულობს რთულ ან მოცულობით ტექსტებს, რომლებიც საჭიროებენ ინტერპრეტაციას და ინფორმაციის გაგებას;

ü  აფასებს ვრცელ და რთულ ტექსტებს, რომლებიც სჭიროებს წინასწარ ცოდნას;

ü  შეუძლია სხვადასხვა ტექსტის შედარება, ინტეგრირება, შეფასება და სინთეზირება;

ü  უნდა იგებდეს ცნებებს და ლოგიკურად აკავშირებდეს ტექსტს ნასწავლს, რეალურ ცხოვრებას.

ამრიგად, მრავალფეროვანი ლიტერატურის დამუშავებამ საშუალება მომცა გავრკვეულიყავი წიგნიერების პრობლემების მიზეზებში და დამესახა მისი მოგვარების გზები.

 თავი III კვლევის მეთოდები

ჩატარებული ტესტირების შედეგად გამოვკვეთე პრობლემა. დავიწყე მზადება მიზეზების დადგენისა და მდგომარეობის გამოსასწორებლად. კიდევ ერთხელ  ყურადღებით გავეცანი „სქემის გზამკვლევის“ მე-2 ნაწილს, სადაც ნათლადაა აღწერილი პედაგოგიური კვლევის მეთოდები. აქ გამოყოფილია მეთოდთა ორი  ჯგუფი:    თვისობრივი  (დაკვირვება, დიალოგი, სიღრმისეული ინტერვიუ, ფოკუსჯგუფები და სხვ.) და რაოდენობრივი (მაგ. მასობრივი ზეპირი თუ წერილობითი გამოკითხვა-ანკეტირება). 

 III.1. თვისობრივი მეთოდები:

1.         ,,თვისებრივი მეთოდების ერთ-ერთი ღირსება ისაა, რომ ეს მეთოდე4ბი სშუალებას ვაძლევს, დავინხოთ და აღვწეროთ სამყარო კვლევის ობიექტების თვალით. ვინაიდან თვისებრივი მეთოდებით მუშაობისსმკვლევარის მიზანია ინდივიდუალური საქციელის გაგება, ეს მეთოდბი ხშირად ,,ინტერპრეტაციული სოციოლოგიის“ ფარგლებში განიხილება. მაგრამ თვისებრივ მეთოდებთან დაკავშირებით ერთი სერიოზული სირთულე არსებობს: გამოკვლევის შედეგების დამუშვებისას პრობლემური ხდება ინდივიდუალური დონიდან საერთო კანონზომიერებებზე გადასვლა, რის გამოც სოციალურ მეცნიერთა ნაწილს ეჭვი შეაქვს ამ მეთოდების მეცნიერულობაში (ამ სიტყვის პოზიტივისტური გაგებით) ანუ იმაში, რომ მათი მეშვეობით შესაზლებელია სნდო მონაცემების მიღება სოციალური სამყაროს შესახებ. თვისებრივი მეთოდების გამოყენებისას ჩვენ, როგორც წეი, გაგვიჭირდება იმის მეცნიერულად დამტკიცება, რომსრულად შევისწავლეთ ესა თუ ის ფენომენი და რომ ჩვენს მიერ მიღებული შედეგები ობიექტური და სანდოა, მით უმეტეს,  რომ ჩატარებული კვლევა პასუხობს რეპრეზენტატულობის მოთხოვნებს. თვისებრივი შედეგები არასოდეს არის რეპრეზენტატული, რაც იმას ნიშნავს, რომ თვისებრივი მეთოდებით წარმართული კვლევის შედეგები არ შეიძლება განვაზოგადოთ და მოვახდინოთ მათი ექსტრაპოლაცია გენერალურ ერთობლიობაზე. მაგრამ მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ეს არც არის თვისებრივი კვლევის მიზანი - თვისებრივი მეთოდები შეისწავლის იმას, თუ როგორ ხსნის ადამიანი სოციალურ სამყაროს და თავის ადგილს მასში.“ - ,,თვისებრივი მეთოდები სოციალურ კვლევაში“ - მომზადებულია სოციალურ მეცნიერებათა ცენტრის აკადემიური სტიპენდიის საფუძველზე. სალექციო კურსი სოციალური მეცნიერებების. თინათინ ზურაბიშვილი - თბილისი 2006;

დაკვირვება თვისობრივ მეთოდთაგან ყველაზე ხელმისაწვდომი და გავრცელებულია. იგი ორი სახისაა: „უბრალო“ და „ჩართული“.

„უბრალო“ დაკვირვების დროს  მკვლევარი საერთოდ არ იღებს მონაწილეობას პროცესში და წინასწარ შედგენილი დაკვირვების ოქმის გამოყენებით გარედან აკვირდება სიტუაციას. „ჩართული“ დაკვირვების დროს კი მასწავლებელი უშუალოდ არის ჩართული პროცესში, თან აკვირდება სიტუაციას და შედეგები გადააქვს დაკვირვების ოქმში. დაკვირვებისას 3 ეტაპს გამოყოფენ: აღწერითს, ფოკუსირებულსა და შერჩევითს.

აღწერითი დაკვირვება კვლევის საწყის ეტაპზე გამოიყენება. ამ დროს მკვლევარი ერკვევა ზოგად სიტუაციაში. მართალია ეს ეტაპი ზედაპირულია, მაგრამ ის გვეხმარება დავადგინოთ,  რაზე უნდა გავაკეთოთ ფოკუსირება. 

მეც საწყის ეტაპზე, ვინაიდან ზოგადი სურათის გამოვლენა მინდოდა, გამოვიყენე უბრალო აღწერითი დაკვირვება. დაწყებით კლასებში ჩატარებული ტესტისა და ინტელექტუალური თამაშების დროს დავაკვირდი, წიგნიერების რა დონეს ავლენდნენ მოსწავლეები. ვთვლი, რომ დაკვირვების მეთოდმა მნიშვნელოვანი დახმარება გამიწია პრობლემის გასაანალიზებლად და საკითხის შესასწავლად. 

III.2. რაოდენობრივი მეთოდები  

პედაგოგი რომლის მიზანია გარკვეული კვლევის წარმოება, საკმაოდ რთული ამოცანის წინაშე დგას - კვლევის დაგეგმვა და განხორციელება, მონაცემების დამუშავება და ანალიზი. შესაბამის ცოდნას, გამოცდილებას და საკმაოდ დიდ ძალისხმევას მოითხოვს. ამ ყველაფერს კი წინ უსწრებს ერთი უმნიშვნელოვანესი არჩევანი: კვლევის რა მეთოდის გამოყენებაა მიზანშეწონილი დასმული პრობლემის გადასაჭრელად? მეთოდის არჩევა მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებაა, რომელიც შემდგომი კვლევის წარმატებასა და შედეგების ადეკვატურობას განსაზღვრავს.

რაოდენობრივი კვლევების დროს  ყველაზე ხშირად გამოიყენება როგორც ზეპირი ინტერვიუ, ისე წერილობითი გამოკითხვა ანუ ანკეტირება.  

ანკეტირება არის ინტერვიუს ფორმალიზებული სახე.  განსხვავება მათ შორის არის ის, რომ ანკეტირებისას ინტერვიუერი ვერ კონტაქტობს რესპოდენტთან, არა აქვს პასუხებზე უშუალო რეაგირების საშუალება და არც  დამაზუსტებელი კითხვების დასმა  შეუძლია.  ამდენად, აქ კითხვები ძირითადად დახურულია.

,,ნებისმიერი სოციალური კვლევა ეთიკურ საკითხებთანაა დაკავშირებული. ეს უკანასკნელნი შეადგენენ ნორმათა მთელ რიგს, რომელთაც სოციალურმა მკვლევარმა აუცილებლად უნდა მისდიოს. ხშირად ეს ეთიკური ნორმები კონფლიქტში მოდის სამეცნიერო პროცედურებთან და მკვლევარს გაცნობიერებული უნდა ჰქონდეს შესაძლო კონფლიქტები, რათა მაქსიმალურად ეთიკური კვლევა ჩაატაროს. წარმოგიდგენთ ყველაზე გავრცელებულ ეთიკურ პრობლემებს, რომლებიც რაოდენობრივ კვლევას ახლავს, აგრეთვე მათი გადაჭრის შესაძლო გზებს. ნებაყოფლობითი მონაწილეობა/ინფორმირებული თანხმობა. ვინაიდან სოციალური კვლევა ადამიანთა პირად ცხოვრებაში შეჭრას გულისხმობს და მათგან გარკვეული დროისა და ენერგიის დათმობას ითხოვს, რესპონდენტების მხრიდან კვლევაში მონაწილეობა ნებაყოფლობითი უნდა იყოს. თუმცა ეს ნორმა ცხადად გვეჩვენება, პრაქტიკაში მისი განხორციელება საკმაოდ რთულია. კვლევაში ნებაყოფლობითი მონაწილეობის იდეა ხშირად წინააღმდეგობაში მოდის კვლევის მოთხოვნებთან. რაოდენობრივი შერჩევა შერჩევის განსაზღვრული წესების დაცვას გულისხმობს და ყველა მკვლევრის მიზანია მაქსიმალურად რეპრეზენტატული შერჩევითი ერთობლიობის წარმოდგენა. ამდენად, მართალია, მკვლევარს არა აქვს უფლება რესპონდენტებს კვლევაში მონაწილეობა მოსთხოვს, ჩვეულებრივ, ის ყველაფერს აკეთებს, რათა ეს მონაწილეობა უზრუნველყოს. რესპონდენტების დაცვა ზიანის მიყენებისგან. ხშირად მკვლევარი ითხოვს რესპონდენტებისგან მათი პირადი ცხოვრების შესახებ ინფორმაციის მიწოდებას, იქნება ეს ოჯახურ ცხოვრებასთან, სამსახურებრივ თუ პოლიტიკურ საქმიანობასთან დაკავშირებული დეტალები და სხვ., რაც შესაძლოა რესპონდენტის ახლო ნათესავებმა და მეგობრებმაც კი არ იცოდნენ და მან ეს ინფორმაცია უცხო ადამიანს უნდა გაანდოს. ასეთ დროს, შესაძლოა რესპონდენტმა საკმაოდ არაკომფორტულად იგრძნოს თავი, რადგან ჩათვალოს, რომ გარკვეული ინფორმაციის გამოაშკარავება მას არასასურველი კუთხით წარმოაჩენს, ანდა უბრალოდ შეეშინდეს, რომ ეს ინფორმაცია შესაძლოა სხვა მიზნით იყოს გამოყენებული (განსაკუთრებით, როცა საქმე ეხება პოლიტიკურ საქმიანობას, დევიანტურ ქცევას და ა.შ.). გარდა ამისა, რესპონდენტმა შესაძლოა განიცადოს ემოციური ტრავმა ინტერვიუს მსვლელობისას, მოახდენს რა

რეფლექსირებას წარსულში მომხდარ მოვლენებზე ან მის მიერ ჩადენილ ქცევებზე, რომლებიც საკმაოდ მტკივნეულ მოგონებებს იწვევს. თუმცა არ არსებობს ამგვარი შესაძლებლობებისგან თავდაცვის გარანტირებული მექანიზმი, უნდა აღინიშნოს, რომ შეკითხვის დასმის ფორმას ამ შემთხვევაში დიდი მნიშვნელობა ენიჭება. ნებაყოფლობითი მონაწილეობის მსგავსად, რესპონდენტებისთვის ზიანის აცილების ნორმა თეორიულად მარტივად მისაღები, თუმცა პრაქტიკულად რთული განსახორციელებელია. მკვლევრის თანაგანცდა და გამოცდილება საუკეთესო იარაღებია ამ ეთიკური პრობლემის გადასალახად. ანონიმურობა და კონფიდენციალობა. რესპონდენტების ინტერესების და უსაფრთხოების დაცვა მათი იდენტურობის დაცვას გულისხმობს, რისი უზრუნველყოფაც ანონიმურობისა და კონფიდენციალობის საფუძველზე ხდება. რესპონდენტი ჩაითვლება ანონიმურად, როცა თავად მკვლევარს არ შესწევს უნარი ცალკეული პასუხი გარკვეულ რესპონდენტთან დააკავშიროს. ამ აზრით, ინტერვიუ ვერასოდეს ჩაითვლება ანონიმურად, რადგან ინტერვიუერი თავად მოიპოვებს საჭირო ინფორმაციას ამა თუ იმ რესპონდენტისგან. კონფიდენციალობა გულისხმობს, რომ, თუმცა მკვლევარს შეუძლია რესპონდენტების იდენტიფიცირება, ის არ ამხელს მათ ვინაობას. ამ მიზნით, ნებისმიერი სახელი თუ მისამართი კითხვარში საიდენტიფიკაციო ნომრით უნდა იყოს ჩანაცვლებული. რესპონდენტი კი წინასწარ უნდა იყოს გაფრთხილებული, რომ კვლევა კონფიდენციალურია და მისი ვინაობა არ იქნება გამხელილი. კვლევის მიზნის გამხელა. ხშირად მკვლევარი დგას დილემის წინაშე, რომ კვლევის რეალური მიზნის გამხელა გავლენას მოახდენს რესპონდენტთა პასუხებზე ან შესაძლოა კვლევაში მონაწილეობაზეც კი. მაგრამ რესპონდენტებისთვის კვლევის მიზნების დამალვა ან მცდარი სახით წარმოდგენა, სერიოზულ ეთიკურ პრობლემებს იწვევს. როცა კვლევის რეალური მიზნის გამხელა კვლევის პროცესსა თუ შედეგებზე ახდენს გავლენას, ამერიკელი მკვლევარი ერლ ბები გვთავაზობს მივსდიოთ შემდეგ წესებს:

1. მკვლევარმა არ უნდა გაამხილოს კვლევის მიზნის ის ასპექტები, რომლებიც სავარაუდოდ პასუხთა სანდოობაზე ახდენს გავლენას;

2. მკვლევარმა დაუფარავად უნდა გაამხილოს კვლევის მიზნები, როცა ნაკლებ სავარაუდოა მათი გავლენა რესპონდენტთა პასუხებზე;

3. მკვლევარმა მისი კვლევის ზოგადი მიზანი უნდა წარმოადგინოს და არ ჩაუღრმავდეს სპეციფიკურ დეტალებს; და

4. მკვლევარმა არასოდეს არ უნდა წარმოადგინოს კვლევის მიზანი მცდარი სახით (1998, გვ. 344). სოციალური კვლევა მონაცემების შეგროვებას, ორგანიზებას და ანალიზს ემსახურება.“  -  ,,რაოდენობრივი კვლევის მეთოდები სოციალურ მეცნიერებებში“ - ლია წულაძე, თბილისი 2008.

აღნიშნულ მეთოდთა გაცნობისას შევეცადე გამეანალიზებინა, რომელი მეთოდი დამეხმარებოდა კვლევის უფრო  წარმატებით განხორციელებაში. მიზანშეწონილად მივიჩნიე,  გარდა აღწერითი მეთოდისა,  გამომეყენებინა შემდეგი მეთოდები: 

Ø  მოსწავლეთა ანკეტირება - წინასწარი,  საბოლოო;

Ø  კოლეგების ანკეტირება-წინასწარი,  საბოლოო;

Ø  მშობელთა ანკეტირება - წინასწარი,  საბოლოო;

Ø  ინტერვიუ დირექტორთან.

საკვლევი პრობლემის შესასწავლად გამოვიყენე კვლევის რაოდენობრივი მეთოდები: ანკეტირება და ინტერვიუ.

 III.3. ანკეტირება

მოსწავლეებისთვის, მშობლებისთვის და პედაგოგებისთვის გამოვიყენე ანონიმური ანკეტირება ღია და დახურული კითხვებით, რომელიც google forms ფორმატით მივაწოდე დღევანდელი არსებული სიტუაციიდან (kovid-19) გამომდინარე. რაც უფრო მოსახერხებელი, სწრაფი გამოდგა. ხოლო  სკოლის დირექტორთან ჩავწერე ინტერვიუ.  

მოსწავლეებთან ანკეტირების მიზანი იყო დამედგინა:

v  კითხულობენ თუ არა მოსწავლეები კლასგარეშე ლიტერატურას;

v  რა სიხშირით კითხულობენ;

v  ეხმარებიან თუ არა უფროსები წასაკითხი ლიტერატურის შერჩევაში;

v  სარგებლობენ  თუ არა ბიბლიოთეკით;

v  აქვთ თუ არა სახლში წიგნები და თუ აქვთ რა სახის, ჟანრის.

სანდოობის გაზრდის მიზნით, მშობელთა  ანკეტირებაც იყო ანონიმური, მოიცავდა ღია და დახურულ კითხვებს. მიზანი:

v  კითხულობენ თუ არა მათი შვილები შინ კლასგარეშე ლიტერატურას;  

v  კითხულობენ თუ არა შვილებთან ერთად თავისუფალ დროს;

v  ეხმარებიან თუ არა კლასგარეშე საკითხავი ლიტერატურის შერჩევაში;

v  აქვთ თუ არა შინ ასაკის შესაბამისი საბავშვო ლიტერატურა;

v  ამატებენ თუ არა სახლში წიგნებს და რა სიხშირით;

v  ძირითადად რა ჟანრის წიგნების შეძენას  სთხოვენ შვილები.

 მასწავლებლებთან ინტერვიუთი მსურდა გამერკვია წიგნიერების პრობლემები თავიანთ კლასებში:

v  მათი აზრით რა განაპირობებდა თავიანთ კლასში წიგნიერების დაბალ დონეს?  

v  რაში ხედავდნენ გამოსავალს?

 

სკოლის დირექტორთან ინტერვიუს ჩაწერით მინდოდა დამედგინა:

v  მისი აზრით რა განაპირობებდა დაწყებითი საფეხურის მოსწავლეებში წიგნიერების დაბალ დონეს?

v  ჩართული არიან თუ არა სკოლის პედაგოგები ტრენინგებში, კონფერენციებსა და სხვა ღონისძიებებში კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით?

v  არის თუ არა კრიტიკული მეგობარი და როგორ აფასებს ამ საკითხს?

v  რა კეთდება სკოლაში მოსწავლეთა წიგნიერების ამაღლების კუთხით?

 

ანკეტირების ფორმები.  იხ. დანართი N1, N2. N3 ინტერვიუ  იხ. დანართი  N4. N5.

 

III.4. კვლევის სამიზნე ჯგუფი:

Ø  სკოლის დაწყებითი კლასები /I-IV კლასები/;

Ø  მოსწავლეთა მშობლები;

Ø  სკოლის დაწყებითი კლასის პედაგოგები;

Ø  დირექციის წარმომადგენელი.

 

 

  თავი IV:  მონაცემთა ანალიზი და კვლევის შედეგები

IV. 1. სტატისტიკური მონაცემები

 მოსწავლეთა ანკეტური გამოკითხვის შედეგები: 

8)      თქვენი პირველი წიგნი?

9)      ახლა რას კითხულობ?

მშობლის ანკეტური გამოკითხვის შედეგები:   32 მშობელი

როგორ შეაფასებთ თქვენი შვილის წიგნიერების დონეს?

გაქვთ ოჯახში საბავშვო ლიტერატურა?

ეხმარებით თუ არა კლასგარეშე საკითხავი ლიტერატურის შერჩევაში?

კითხულობთ თუ არა თავისუფალ დროს შვილთან ერთად?

განიხილავთ წაკითხულს შვილთან ერთად?

ხშირად სტუმრობთ შვილთან ერთად ბიბლიოთეკას?

რა ჟანრის ლიტერატურა მოსწონს თქვენს შვილს?

როგორ   ფიქრობთ, სკოლას მეტი პასუხისმგებლობა აკისრია მოზარდის წიგნიერების ამაღლებაში თუ ოჯახს?

 

თუ თვლით, რომ თქვენი შვილი ხშირად არ კითხულობს, რა არის ამის მიზეზი?

რა არის საჭირო მოზარდის წიგნიერების გასზრდელად?

 

 

 

 

მასწავლებლის ანკეტური გამოკითხვის შედეგები: 15

იყენებთ თანამედროვე მეთოდებსა და მიდგომებს გაკვეთილის დაგეგმვისას?

ატარებთ თუ არა კითხვის საათს (სადამრიგებლო, კლასი)

კითხულობენ თუ არა თქვენი მოსწავლეები კლასგარეშე ლიტერატურას?

მშობლები დაინტერესებულნი არიან თუ არა თავიანთი შვილის წიგნიერების დონის ამაღლებით?

თქვენი აზრით, რამ გამოიწვია ჩვენს სკოლაში წიგნიერების ასეთი დაბალი მაჩვენებელი?

თქვენი აზრით, რა უნდა გაკეთდეს მდგომარეობის გამოსასწორებლად?

რა საჭირო რესურსი გააჩნია სკოლას  თანამედროვე გაკვეთილის დაგეგმვა-ჩასატარებლად?

არიან თუ არა თქვენი მოსწავლეები სასკოლო კითხვის წრეებში/კლუბებში გაერთიანებული?

როგორ წარმოგიდგენიათ თქვენი სკოლა მომავალში?

რა სტრატეგიებს გეგმავთ სამომავლოდ წიგნიერების დონის ასამაღლებლად?

 

IV.2. მონაცემთა ანალიზი  

ანკეტირების ანონიმურობამ განაპირობა მოსწავლეთა და მშობელთა გულახდილი პასუხები. გამოიკითხა მოსწავლეები მე-2 კლასიდან მე-4 კლასის ჩათვლით. მოსწავლეთა ნაწილმა თავი შეიკავა სხვადასხვა კითხვაზე პასუხის გაცემაზე, რაც მონაცემთა ანალიზში აისახა რაოდენობრივად. პირველკლასელებთან მქონდა ზეპირი ინტერვიუ. კითხვაზე - გიყვართ თუ არა კითხვა? მოსწავლეთა უმრავლესობამ (24) დადებითი პასუხი გასცა. თუმცა გამოიკვეთა, რომ მოსწავლეთა გარკვეულ რაოდენობას (10) საჭიროებს დახმარებას კითხვის დროს. ვფიქრობ, ეს გამოწვეულია იმით, რომ დაწყებით კლასში ჯერ კიდევ დაბალია კითხვის ტექნიკა და სასწავლო წლის ბოლომდე კიდევ უფრო დაიხვეწება. სწორედ ამ ფაქტის გამო გამოკითხულთა უმრავლესობამ (განსაკუთრებით  პირველი მეორე კლასელები - 29) აღნიშნა, რომ წიგნს უკითხავენ ოჯახის წევრები. სამწუხაროთ მოსწავლეთა მხოლოდ მცირე ნაწილი სარგებლობს ბიბლიოთეკით და უმრავლესობას არც საკმარისი საბავშვო ლიტერატურა არ გააჩნია შინ. გამოკითხულთა ნაწილი აღნიშნავს, რომ უჭირს წაკითხულის გაგება. კითხვაზე -ვინ გეხმარება წიგნის შერჩევაში? -გამოკითხულთა უმრავლესობა ოჯახის წევრებს ასახელებს. ზოგიერთ  მოსწავლეს გაუჭირდა პირველი წიგნის დასახელება, უმრავლესობამ კი ძირითადად ზღაპრები დაასახელა.

ერთი და იგივე წიგნი განმეორებით რამდენიმე ბავშვს აღმოაჩნდა წაკითხული და ეს იყო  ზღაპრები: „კომბლე“,  „წიქარა“, ,,ფიფქია და შვიდი ჯუჯა“, ყინულის დედოფალი“.

მშობელთა დიდი ნაწილი (24) თვლის, რომ მათი შვილები თავიანთი სურვილით არ კითხულობენ  მხატვრულ ლიტერატურას და ამის მიზეზად ძირითადად სასკოლო წიგნებზე მუშაობა და კომპიუტერითა და ტელეფონით გართობა დასახელდა. რამდენიმე მშობელმა პრობლემად თავისუფალი დროის დეფიციტი დაასახელა. მშობელთა უმრავლესობამ ოჯახსა და სკოლას თანაბარი პასუხისმგებლობა დააკისრა მოზარდი თაობის წიგნის სიყვარულის ჩამოყალიბებაში, თუმცა იყვნენ ისეთებიც, რომლებიც პასუხისმგებლობას მხოლოდ სკოლას აკისრებდნენ.

 გამოიკითხა რამდენიმე პედაგოგიც. მეტი გულახდილობისთვის მათთანაც ანონიმურობის დაცვა ვარჩიე.

წიგნიერების დაბალი დონის გამომწვევ მიზეზად პედაგოგებმა დაასახელეს:

1)        მშობელთა დაინტერესების დაბალი დონე;

2)         კომპიუტერული თამაშებისადმი დიდი ინტერესი; 

3)        ოჯახში აქვთ მცირე ბიბლიოთეკა, ან საერთოდ არ აქვთ;

4)        გადატვირთული სასკოლო პროგრამა, რომელიც ხშირად არ უტოვებს მოზარდს თავისუფალ დროს.

პრობლემიდან გამოსავალს პედაგოგები უპირველესად მშობელთა სასკოლო ცხოვრებაში ჩართულობის გაზრდაში ხედავენ. სამწუხაროდ მშობელთა დიდი ნაწილი მხოლოდ იმით კმაყოფილდება, რომ მოზარდმა პროგრამული მასალა კარგად აითვისა და ამისთვის ე.წ. რეპეტიტორებს აბარებენ შვილს. არ თვლიან საჭიროდ იზრუნონ მოზარდის ზოგად განვითარებაზე. ცხოვრების რთული პირობებიდან გამომდინარე უჭირთ დაეხმარონ შვილებს  თავისუფალი დროის სწორად განაწილებაში, იკითხონ შვილებთან ერთად და ისაუბრონ წაკითხულზე,  შეურჩიონ ასაკის შესაბამისი ლიტერატურა, რაც გაზრდის წიგნისადმი ინტერესს.

სკოლა ვალდებულია განახორციელოს ისეთი პროექტები და ღონისძიებები, რომლებიც მოითხოვს მოსწავლეთა მხრიდან მრავალფეროვანი ლიტერატურის დამუშავებას.

 ინტერვიუ ადმინისტრაციის წარმომადგენელთან:

1.         რამდენად მაღალია კვალიფიკაციის ამაღლების სურვილი პედაგოგების მხრიდან, რამდენად ხშირია ამ მიმართულების თხოვნები?

2.         რა კეთდება ამ მიმართულებით, რამდენადაა დაინტერესებული დირექცია აღნიშნული ფაქტით. რა სტრატეგიებია დასახული დირექციის მხრიდან?

3.         სკოლის მასწავლებლები იყენებენ თუ არა თანამედროვე ტექნოლოგიებს საგაკვეთილო პროცესში?

4.         არის თუ არა კოლეგებისთვის კრიტიკული მეგობარი?

5.         მისი აზრით, რა არის სკოლაში წიგნიერების ასეთი დაბალი მაჩვენებლის მთავარი მიზეზი და რა კეთდება მის სკოლაში აღნიშნული პრობლემის დასაძლევად?

6.         რა არის სკოლის პრიორიტეტი - პროგრამული მასალის დაძლევა/დაფარვა, თუ სასკოლო ღონისძიებებისა და მრავალფეროვანი პროექტების დაგეგმვა და მოსწავლეთა მაქსიმალური ჩართულობის გაზრდა?

7.         რა ღონისძიება/პროექტი გახსენდებათ სკოლაში პედაგოგების მიერ განხორციელებული, რამაც დადებითი შედეგი გამოიღო წიგნიერებასთან  მიმართებაში?

 

სკოლის დირექტორმა აღნიშნა, რომ მისი სკოლის პედაგოგები საკმაოდ მოტივირებული და ორიენტირებული არიან თანამედროვე მიდგომებთან, შესაბამისად გაცნობიერებული აქვთ ტრენინგების როლი პროფესიულ განვითარებაში და აქტიურად არიან ჩართულები. ასევე მონაწილეობას ვიღებდით მუნიციპალურ თუ რეგიონულ კონფერენციებშიც,თუმცა გამომდინარე დღევანდელი რეალობიდან კონფერენციები ნაკლებად ცხადდება, შესაბამისად ვერ ვიღებთ მონაწილეობას. ასევე მნიშვნელოვანია ტექნოლოგიების მნიშვნელობა სწავლა-სწავლებისა და მოტივაციის ამაღლების  საქმეში. - არც უამისოდ იქნება საქმე და არც მთლად ტექნოლოგიებზე დაყრდნობით გაკვეთილი. საჭიროა დოზირება  და არ უნდა დავუშვათ, რომ მისი არამიზნობრივი გამოყენებით ზიანი მივაყენოთ ჩვენს ჯანმრთელობას. ასევე თავისუფალი დრო დავხარჯოთ მხოლოდ არაფრისმომცემ თამაშებში.

 „კრიტიკული მეგობრის“ ინსტიტუტთან დაკავშირებით, თვლის, რომ ეს არის ურთიერთთანამშრომლობის ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური სტრატეგია, აქტიურად ეხმარება კოლეგებს და თვითონაც იყენებს მათ ძლიერ მხარეებს საკუთარ პედაგოგიურ პრაქტიკაში. 

დასანანია რომ დღეს საქართველოში მწვავედ დგას წიგნიერების პრობლემა. კარგი წიგნის წაკითხვა სიამოვნებაა. თუმცა, სამწუხაროდ მოზარდთა დიდი ნაწილისთვის კითხვა სასჯელია.

წიგნიერებას  საფუძველი დაწყებით საფეხურზე ეყრება. ამდენად ეს კვლევა მეტად მნიშვნელოვანია სკოლისთვის, მოსწავლეებისთვის, პედაგოგებისთვის.  გასულ სასწავლო წლებში ჩვენს სკოლაში ფუნქციონირებდა სხვადასხვა დასახელების კითხვის კლუბი, თუმცა სასურველ შედეგზე ჯერ ვერ გავედით.

მზად ვარ აქტიურად ჩავერთო კვლევის პროცესში. ნაკითხი, განათლებული ადამიანი ყოველთვის დაფასებული იყო და იქნება, რა პროფესიაც არ უნდა ჰქონდეს. ეს უბრალო ჭეშმარიტება მოზარდამდე მშობლებმა და პედაგოგებმა ერთად უნდა მივიტანოთ. 

 

 

 IV.4. ძირითადი მიგნებები

გამოკითხვების, ანკეტირების მონაცემების დახმარებით მივიღე ინფორმაცია მოსწავლეთა წიგნიერების დაბალი დონის გამომწვევ მიზეზებზე ჩვენს სკოლაში.

Ø  მოსწავლეთა არაწიგნიერი ოჯახური გარემო. განსაკუთრებით წარმატებულები ხომ ძირითადად ის მოსწავლეები არიან, რომელთა ოჯახშიც კითხვა უყვართ, უსმენენ შვილებს და ინტერესდებიან მათი სასწავლო და სასკოლო ცხოვრებით, თავისუფალი დროის სწორად დაგეგმვა. ეხმარებიან წასაკითხი ლიტერატურის შერჩევაში;

Ø  მოზარდები განიცდიან შესაბამისი საბავშვო ლიტერატურის დეფიციტს;

 ასევე, გამოიკვეთა საჭიროება

Ø  პედაგოგთა მხრიდან მეტი ძალისხმევა;

Ø   მშობელთა მეტი ინფორმირებულობა და ჩართულობის გაზრდა სასკოლო ცხოვრებაში;

Ø    გააზრებული კითხვისთვის საჭირო უნარ-ჩვევების დროულად ჩამოყალიბებაზე ზრუნვა;

Ø   მოსწავლეებთან ერთად კითხვა და დისკუსია წაკითხულზე;

Ø  სხვადასხვა სასკოლო აქტივობების, სასკოლო კლუბების/წრეების, სასწავლო და სოციალური პროექტების, კონფერენციების, საგაკვეთილო ინოვაციური აქტივობების დაგეგმვა და განხორციელება.

 თავი V.  ინტერვენცია და მისი შედეგები

საკვლევი საკითხის ჩამოყალიბების შემდეგ დავადგინე პრობლემის გამომწვევი მიზეზები, საჭიროებდა საკითხის  უფრო ღრმად შესწავლას. გავეცანი საჭირო ლიტერატურას წიგნიერების პრობლემისა და დაძლევის შესახებ საჭირო მასალას. გავეცანი წარმატებული ქვეყნების მიერ განხორციელებულ სხვადასხვა ღონისძიებებს წიგნიერების დონის გასაზრდელად. კოლეგებთან თანამშრომლობით განვახორციელე ინტერვენციები, რომლებიც მიზნად ისახავდა წიგნიერების, გააზრებული კითხვის სირთულის და მისი დაძლევის გზებს დაწყებით კლასებში.

V.1. ინტერვენცია და მისი მიზანი

1.      კითხვის საჩუქარი

2.      სასკოლო კონფერენციები;

3.      საუკეთესო ესეს ავტორის დაჯილდოება;

4.      პატარა მწერლები;

5.      სიტყვის გამომძიებელი (გამომძიებლობანა);

6.      თამაშები ტექსტის გააზრებებით, მინიშნებებით (კითხვები და ფრაზები რომლებიც დამალულია სკოლაში, ეს შეიძლება იყოს რომელიმე ავტორი/ფრაზა ნაწარმოებიდან და კუთხეს ეწეროს ფრაზა ან ავტორი, მოსწავლემ სწორად უნდა დაუკავშიროს, რომ მიიღოს სწორი მიმართულება შემდეგი კითხვის პასუხისთვის. სხვადასხვა ადგილას: ბიბლიოთეკა, საკლასო ოთახი, პირველკლასელებთან - ანბანთან, დირექტორის კაბინეტში, დერეფანში.

7.      მშობელთა ჩართულობა, მშობელთა ონლაინ კონფერენციები;

8.      მშობლების კონკურსი ,,საუკეთესო ესე“ კონკრეტულ ან ზოგად მხატვრულ თუ საინფორმაციო ტექსტებზე.

9.      წიგნის მოყვარულთა წრე.

10.  ღია კარის დღე დირექციის წევრებთან (მოსწავლეთა კითხვები);

11.  „მოსწავლის წაკითხულის აუდიო-ჩანაწერი“  .

 

1.    ,,კითხვის საჩუქარი“

ასტრიდ ლინდგრენი - "პეპი გრძელი წინდა"

ჯანი როდარი - "ჩიპოლინოს თავგადასავალი"

რუდოლფ რასპე - "ბარონ მიუნჰაუზენის თავგადასავალი"

შარლ პერო - "ჩექმებინაი კატა"

ძმები გრიმები - "ბრემენელი მუსიკოსები"

ლუის კეროლი - "ელისი საოცრებათა ქვეყანაში"

გურამ პეტრიაშვილი - "პატარა ქალაქის ზღაპრები"

წიგნების სია, რომელიც უნდა წაეკითხათ და მოცემული წიგნებიდან აერჩიათ ერთ-ერთი ნაწარმოები, ფრაზა ან პერსონაჟი, რომელიც მოეწონათ.

მოსწავლეებმა წარმოადგინეს ნახატის სახით, ჩაწერეს მოკლე შინაარსი, დაახასიათეს პერსონაჟები, ისაუბრეს რატომ მოეწონათ. საუკეთესო ნახატისა და პრეზენტაციის ავტორი დავაჯილდოვეთ წიგნით- რუდოლფ რასპეს ,,ბარონ მიუნჰაუზენის თავგადასავალი“. კითხვის საჩუქარი.

2.    ,,საუკეთესო ესეს ავტორის დაჯილდოება“

სკოლაში გამოცხადდა კონკურსი, რომელიც ითვალისწინებს ესეს წერას - ,,რატომ წავიკითხოთ წიგნი!?“- მოსწავლეებმა იცოდნენ ესეს წერის კრიტერიუმები. ვფიქრობ, აქტივობა საინტერესო და საკმაოდ ნაყოფიერი იყო. ეს ერთ-ერთი წინ გადადგმული ნაბიჯია წიგნიერი თაობის ჩამოყალიბებაში, აგური აგურს დაედგმება და მნიშვნელოვანი საქმე წაიწევს წინ. შიდა სასკოლო კონკურსის ჯილდო იყო ლამაზი წიგნაკი, კალამი, ფერადი ფანქრები.

3.         ,,სასკოლო კონფერენცია“ -  თემაზე ,,უწიგნოდ თვალთახედვის ისარი მოკლეა“ - კონფერენციაში მონაწილეობა შეუძლია 1-6 კლასის ჩათვლით ყველა მოსწვლეს. საპრეზენტაციო მასალა, ნახატი, ფლიტ-ჩატი, power point პროგრამაში წარმოდგენილი.

მოსწავლეებმა საინტერესო არგუმენტები წარმოადგინეს თემასთან დაკავშირებით, თანატოლებს გაუზიარეს თავიანთი მოსაზრება რა შედეგი მოჰყვება უწიგნურობას. საუკეთესო პრეზენტატორებს გადაეცათ სკოლის ბაზაზე დამზადებული სიგელები.

4.         ,,პატარა მწერლები“ - კოლეგებთან ერთად შევიმუშავეთ აქტივობა შეფასების კრიტერიმებით, რაც ითვალისწინებს: სკოლაში გამოვლინდეს და წახალისდნენ მოსწავლეები, რომლებსაც სურთ წერონ სხვადასხვა სახის ნაწარმოებები: ლექსები, მოთხრობები, ზღაპრები, ნოველები. მოეწყოს გამოფენა-პრეზენტაცია სკოლის ერთ-ერთ კუთხეში რომელიც თვალსაჩინო იქნებ. მოეწყოს პოეზიის, საღამოები, ნაწარმოებების პრეზენტაციები.

მიზანი: წერითი მეტყველების განვითარება, ანალიტიკური, შემოქმედებითი აზროვნების განვითარება, საკუთარი აზრის თავისუფლად გამოხატვის უნარის წაქეზება-განვითარება.

ინტერვენციის შეფასება: აღნიშნული მეთოდი:

·           ავითარებს წერით მეტყველებას;

·           ავითარებს ფანტაზიას, შემოქმედებით უნარებს;

·           ავითარებს პრეზენტაციის უნარს.

კვლევაში ჩართულ მოსწავლეებმა შექმნეს: ზღაპარი, მოთხრობა, ლექსი და ა.შ. მოვაწყეთ ნაწარმოებებისა და ახალბედა მწერლების პრეზენტაცია სკოლაში. გაიმართა განხილვა, დისკუსია, მსჯელობა. შერჩეული ნაწარმოებები მოთავსდა სკოლაში, თვალსაჩინო კედელზე.

5.         ,,სიტყვის გამომძიებელი“ - საკლასო აქტივობა იგივე გამომძიებლობანა.  მინიშნებებზე სამუშაოდ,  პირველ რიგში მოსწავლეს უნდა აღმოვაჩენინოთ, რას გულისხმობს ტერმინი  „მინიშნება“, რომ მან შეძლოს ამ ტერმინის გააზრებულად გამოყენება. ამისთვის მოსწავლისთვის  გასაგებად ადვილი   ტექსტი ან წინადადებები უნდა შევარჩიოთ და მასზე დაყრდნობით უნდა გავაცნობიერებინოთ ის ფაქტი, რომ ტექსტში ყველაფერი არ წერია - ბევრი რამ ნაგულისხმევია და, შესაბამისად,  მკითხველს თავად გამოაქვს დასკვნები ტექსტში მოცემულ მინიშნებებზე დაყრდნობით.

მინიშნებზე ყურადღების გამახვილების მაგალითი:

ა) ლიზიკომ ბეჰემოთს ქაღალდი შემოაცალა, მერე პაწია ქუდი დაახურა და მაგრად მიიხუტა ბუთხუზა ვარდისფერ ლოყაზე.

 

დიალოგი 1. (მასწავლებელსა და მოსწავლეს შორის)

მასწ. - ნამდვილი ბეჰემოტია თუ სათამაშოა?

მოსწ. - სათამაშოა;

მასწ. - როგორ მიხვდი, ტექსტში წერია?

მოსწ. - დიახ!

შენიშვნა - იმდენად სპონტანურად გამოაქვთ დასკვნები (ხან სწორი და ხან არასწორი), რომ შეიძლება დადებითად უპასუხოს - კი, წერიაო. ასეთ შემთხვევაში, მასწავლებელი სთხოვს, იპოვოს, სად წერია, რომ სათამაშოა, ცხადია, მოსწავლე ვერ იპოვის.

მასწ. - აბა, მაჩვენე, სად წერია, რომ სათამაშოა?

მოსწ. - არ წერია

მასწ. - მაშ საიდან მიხვდი?

მოსწ. – (შესაძლო პასუხები) ნამდვილს ხომ ვერ შემოაცლიდა ქაღალდს, ვერც ლოყაზე მიიხუტებდა.

მასწ. - აჰა, ესე იგი, ტექსტში არის მინიშნებები, ხომ ? ქაღალდი შემოაცალაო - ეს მინიშნება გვეუბნება, რომ ეს არის სათამაშო ხომ?

მოსწ. - დიახ!

მასწ. - კიდევ რა მინიშნება იყო?

მოსწ. - ლოყაზე მიიხუტაო.

მასწ. - ესე იგი, შენ დააკვირდი მინიშნებს და მათზე დაფუძნებით დასკვნა გამოიტანე, რომ ბეჰემოტი სათამაშოა, ასეა

მოსწ. - დიახ!

მასწ. -  ესე იგი, კითხვისას სწორი დასკვნების გამოსატანად უნდა დავაკვირდეთ მინიშნებებს ხომ

 

დიალოგი 2. 

მასწ. - ლიზიკო ბავშვია თუ უფროსია?

მოსწ. - ბავშვია

მასწ. - როგორ მიხვდი, ტექსტშია ეს პირდაპირ ნათქვამი

მოსწ. - არა;

მასწ. -  მაშ საიდან გამოიტანე დასკვნა, რომ ბავშვია?

ოსწ.ბუთხუზა ვარდისფერი ლოყები ბავშვებს აქვთ, კიდევ - სათამაშოს ბავშვები იხუტებენ.

მასწ. - ესე იგი მინიშნებებს დააკვირდი და მათზე დაფუძნებით დასკვნა გამოიტანე?

მოსწ. -დიახ

დიალოგი 3

მასწ. - როგორია მთქმელის დამოკიდებულება ლიზიკოს მიმართ? კარგად არის მის მიმართ განწყობილი თუ ცუდად?

ოსწ. - კარგად;

ასწ. - საიდან მიხვდი? ტექსტში წერია?

მოსწ. - არა, მინიშნებებს დავაკვირდი

მასწ. - აბა, რომელ მინიშნებებს?

მოსწ. - ამბობს მიიხუტა ვარდისფერი ბუთხუზა ლოყაზეო, ასე საყვარელ ბავშვზე ამბობენ.

მასწ. - ესე იგი, მთქმელისთვის ლიზიკო საყვარელი ბავშვია, ეს დასკვნა გამოიტანე?

მოსწ. - დიახ

მასწ.,  - შესანიშნავია, შენ უკვე ნამდვილი გამომძიებელი ხარ - მინიშნებებს აკვირდები და სწორი დასკვნები გამოგაქვს; ჰგავს ხომ კითხვის პროცესი გამოძიებას?

Ø  მინიშნებებთან დაკავშირებით, უფრო სრულად იხ. ტიპობრივი აქტივობები, სამიზნე ცნება „ტექსტი“.

კოლეგებს აქტივობა მოეწონათ და იყენებენ გაკვეთილზე.

6.   მშობელთა ჩართულობა, მშობელთა ონლაინ კონფერენცია/ესე - მშობლების გასააქტიურებლად და სასკოლო ცხოვრებაში ჩასართავად დავგეგმეთ კონფერენციები, რონმელიც უშუალოდ მშობლებისთვის იქნება,  აქტუალური თემა ,,მშობელთა ჩართულობა სასკოლო ცხოვრებაში“.  მ,შობლის როლი განათლებაში, შვილებთან ეფექტური კომუნიკაციის მნიშვნელობა ბავშვის განვითარებაში, ძალადობის გავლენა ბავშვის განვითარებაზე, ინკლუზია და ა. შ. კონფერენცია ჩატარდა დისტანციურ რეჟიმში, მოსწავლეების (შვილების) თიმსის პლატფორმებით. კონფერენციის მსვლელობისას მშობლებს საშუალება ჰქონდათ ესაუბრათ სხვადასხვა მნიშვნელოვან საკითხებთან დაკავშირებულ გამოწვევებზე, დაესვათ კითხვები და მოესმინათ მასწავლებლების პასუხები, მოსაზრებები და რჩევები. განხილულ იქნა მოსწავლესა და მშობელს შორის ურთიერთობასთან დაკავშირებული თითქმის ყველა აქტუალური საკითხი, პრობლემა, გაზიარებული იქნა ამ მიმართულებით არსებული ცოდნა და გამოცდილება, მსჯელობა იყო პრობლემების გადაჭრის გზებზე. მშობლებს გადაეცათ კონფერენციაში მონაწილეობისთვის სიგელები.

7.   წიგნის მოყვარულთა წრე/კლუბი - სკოლაში შეიქმნა წიგნის მოყვარულთა წრეები/კლუბები, რომელსაც ხელმძღვანელობენ დაწყებითი კლასის და ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლები. წრე/კლუბი ფუნქციონირებს კვირაში ორი დღე. საინტერესო, სახალისო არასაგაკვეთილო ფორმატში სხვადასხვა აქტივობებით გაჯერებული.

8.    თამაშები ტექსტის გააზრებებით, მინიშნებებით -  (კითხვები და ფრაზები რომლებიც დამალულია სკოლაში, ეს შეიძლება იყოს რომელიმე ავტორის ფრაზა ნაწარმოებიდან და კუთხეს ეწეროს ფრაზა ან ავტორი, მოსწავლემ სწორად უნდა დაუკავშიროს, რომ მიიღოს სწორი მიმართულება შემდეგი კითხვის პასუხისთვის. სხვადასხვა ადგილას: ბიბლიოთეკა, საკლასო ოთახი, პირველკლასელებთან - ანბანთან, დირექტორის კაბინეტში, დერეფანში. დასახვეწია

9.         ღია კარის დღე დირექციის წევრებთან, ან მნიშვნელოვანი სტუმრის მოწვევა სკოლაში - თვეში ერთხელ მოხდეს ღია კარის დღე სკოლაში. ამ დღეს მოსწავლეებს ეცოდინებათ, მათ ნებისმიერ კითხვას უპასუხებენ.

10.         „მოსწავლის წაკითხულის აუდიო-ჩანაწერი“   - მიზანი: კითხვაში გაწაფვა, სწრაფი და გამომეტყველებითი კითხვის ჩვევის გამომუშავება.

ინტერვენციის შეფასება: მოსწავლეს, კვლევაში ჩართულ ყველა კლასში, დავაევალება ახალი  მასალა წაიკითხოს რამდერჯერმე, შემდეგ ჩაიწეროს თავიანთი ხმა ტელეფონით ან კომპიუტერით, მოუსმინოს. რაც არ მოეწონება გაასწოროს.  გასწორებული ჩანაწერი წარუდგინოს კლასს.

შედეგი: სწრაფი, გამომეტყველებითი კითხვის უნარის გამომუშავება.  

11.     „მკითხველთა თეატრი“  - მიზანი: მშობელთა ჩართულობით მოსწავლეებში წიგნიერების დონის ამაღლება, ანალიტიკური, კრიტიკული და შემოქმედებიტი უნარების განვითარება, წიგნისადმი ინტერესის გაზრდა.

ინტერვენციის შეფასება:  აღნიშნული მეთოდი:

o  ავითარებს გამართული კითხვის უნარ-ჩვევას;

o  ავითარებს მოსმენისა და მეტყველების უნარ ჩვევას; 

o  უნერგავს მოსწავლეს საკუთარი შესაძლებლობების რწმენას;

o  ავითარებს სოციალურ, თანამშრომლობით და ინტერპერსონალურ უნარჩვევებს;

o  ზრდის ბავშვის თვითშეფასებას;

o  უნერგავს მოსწავლეს კითხვის სიყვარულს.

ამ მეთოდის გამოყენებით აქტიურდება ისეთი მოსწავლეც, რომელსაც არ უყვარს კითხვა.  ეს არის საშუალება, რომ მოსწავლეებს არაგანზრახ  „ვაიძულოთ“ ტექსტის რამდერჯერმე წაკითხვა.

ამ მეთოდის დიდი პლიუსი ისიც არის, რომ იგი ხორციელდება მშობელთა ჩართულობით.

მოსწვლეთა ინტერესების გათვალისწინეით შევარჩიე სხვადასხვა კლასისთვის განსხვავებული ტექსტი. მშობლებისა და კოლეგების დახმარებით შევქმენი სათანადო გარემო, რესურსები, გავანაწილე როლები. ყველაზე დიდი მოწონება წილად ხვდა მე-5 კლასის წარმოდგენას.

შედეგი: გამოიწვია მოსწავლეთა გააქტიურება, მშობელთა ჩართულობის გაზრდა, განუვითარდათ შემოქმედებითი უნარები, გაიზარდა წიგნით დაინტერესება.

12.     ,,პროექტებით სწავლება“ - მიზანი: სწავლისადმი დადებითი დამოკიდებულების ჩამოყალიბება, წიგნთან დამოუკიდებელი მუშაობის ჩვევის გამომუშავება, მრავალმხრივი უნარების განვითარება.

ინტერვენციის შეფასება: პროექტით სწავლება   აქტიური და მიზანმიმართული სწავლის საშუალებას იძლევა. იგი არსებითად განსხვავდება ტრადიციული გაკვეთილისგან. პროექტებზე მუშაობის პროცესი მოსწავლეს აყენებს აქტიური შემმეცნებლის როლში, რომელსაც წამოჭრილ პრობლემებთან გამკლავება უხდება.. ამ პროცესში მოსწავლე აქტიურია, მიმართავს თვითგანათლებას, ეძებს საჭირო ინფორმაციას . ამის გამო საჭიროდ ჩავთვალე გამომეყენებინა იგი მოსწავლეთა წიგნთან დასაახლოვებლად. კვლევაში ჩართულ თითოეულ კლასში განვახორციელე პროექტი საჭიროების მიხედვით  და მოსწავლეთა ინტერესების გათვალისწინებით.

განხორციელებული პროექტების ჩამონათვალი:

1.      ,,ფაქტი თუ გამონაგონი? ურბანული ლეგენდები და ცრურწმენები“ - მითი - მიჯაჭვული ამირანის შესახებ.  მონაწილეთა ასაკი 7-15.

2.       კიბერბულინგი და მისი პრევენცია - ,,საფრთხისშემცველი თამაშები მოზარდებისთვის ონლაინთამაშები.

3.       გარემოსდაცვითი და აგრარული განათლების ხელშეწყობისა და სწავლების ხარისხის გაუმჯობესების მიზნით პროექტების კომპლექსი:

·         მობინადრე ფრინველებზე ინფორმაციის შეგროვება;

·         მობინადრე ფრინველებისთვის სახლების დამზადება და გამოკვება;

·         გადაშენების პირას მყოფ ცხოველებზე ინფორმაციის შეგროვება;

·         უპატრონო ძაღლებისთვის კუთხის მოწყობა (მერიის ჩართვა) და მათი გამოკვება;

·         სკოლის ეზოში საყვავილე გაზონის მოწესრიგება და ყვავილების დარგვა-განაშენიანება-მოვლა;

·         დავრგოთ ხე/ბუჩქი სკოლის ეზოში;

·         მდინარიდან სარწყავი წყლის გამოყვანა სკოლის საყვავილის მოსარწყავად;

·         სკოლის ღობეზე ჩამოსაკიდი საყვავილის ან სამწვანილის გაკეთება, ძველი, გამოყენებული, პოლიეთილენის ბოთლებით;

·         სკოლის მიმდებარე ტერიტორიის დასუფთავება;

·         წარწერების, ფლეიერების დამზადება ,,-არ დააბინძურო გარემო, ჩააგდე სანაგვეში“;

·         ჯანსაღი ცხოვრების წესის, ვარჯიშის წახალისება;

·         პროდუქტის ეტიკეტის ცნობა/შემოწმება;

·         ფოტო/ვიდეო მასალის შეგროვება/მონტაჟი;

·         ბლოგის შექმნა, შესრულებული სამუშაოს შესახებ ფოტო/ვიდეოს ატვირთვა;

·         პოსტერების, ფლეიერების, ბუკლეტების დამზადება;

·         შესრულებულ სამუშაოების წახალისება-აგიტაციის მიზნით სასკოლო თემში პრეზენტაციების წარდგენა.

პროექტზე დაფუძნებული სწავლის  უპირატესობა:

        იზრდება მოსწავლეთა ჩართულობა, საკუთარი თავის რწმენა და სწავლისადმი დადებითი დამოკიდებულება;

        იზრდება კომპლექსური უნარ-ჩვევების განვითარების შესაძლებლობა, მაგალითად, აზროვნების მაღალი დონე, პრობლემების გადაჭრა, კომუნიკაცია, თანამშრომლობა;

        მოსწავლეები მეტ პასუხისმგებლობას იღებენ თავიანთი სწავლის პროცესზე, განსხვავებით ტრადიციული მოდელისგან;

        პროექტზე დაფუძნებული სწავლა მოსწავლეებს პრობლემების გამოძიებისაკენ უბიძგებს, რაც სწავლის მაღალ ხარისხს განაპირობებს;

        მოსწავლე ეჩვევა დამოუკიდებელ მუშაობას .

შედეგი: პროექტებზე მუშაობამ გაზარდა მოსწავლეთა ჩართულობა სასწავლო პროცესში, შექმნა წიგნისადმი დადებითი დამოკიდებულება, ისწავლეს ნასწავლის სხვა გარემოში გამოყენება, ინტეგრირება. განავითარეს თანამშრომლობით სწავლის უნარები, მიეჩვივნენ კეთებით სწავლას.

 

 

V.2. ინტერვენციის შეფასება და შედეგები

სწავლებაში მთავარი პროცესია და როცა პროცესი საინტერესოა შედეგიც აუცილებლად დადებითი იქნება. რამდენად ეფექტური და მიზანმიმართული გამოდგა ჩემ მიერ განხორციელებული ინტერვენციები, მოსწავლეთა მიღწევების შესაფასებლად  საჭირო იყო მონიტორინგი. მოსწავლეთა დონის შემოწმება პრეტესტთან შედარება. დაგეგმილ, განხორციელებული აქტივობები დამეხმარა მიზნის მიღწევაში. ვფიქრობ, აქტივობები რომლებიც დავგეგმე საკმაოდ სინტერესო და სახალისო იყო მოსწავლეთა გარკვეული ჯგუფისთვის. თითოეული აქტივობა გათვლილი და მორგებული იყო მოსწავლეთა ინტერესებს, მოტივაციის ამაღლებისთვის. რაც აისახა მოსწავლეთა წიგნიერების დონესა და სწავლის ხარისხზე.

გამოყენებულმა მრავალფეროვანმა აქტივობებმა ხელი შეუწყო მოსწავლეთა კითხვის, წაკითხულის გაგება-გააზრების, ლექსიკური მარაგის, კრიტიკული და ანალიტიკური აზროვნების, წერითი მეტყველების უნარისა და მშობელთა ჩართულობის გაზრდას. რამაც თავის მხრივ განაპირობა მოსწავლეებში წიგნიერების ამაღლება. მშობელთა ჩართულობა იყო და მათ გააქტიურებამ სასკოლო ცხოვრებაში დიდი  ენთუზიაზმი გამოიწვია მოსწავლეებში. წინა წლებში მშობელთა ჩართულობაზე  გაკეთებული კვლევა ჩემთვის დიდი გამოცდილება აღმოჩნდა და მშობლებთან მუშაობის გამოცდილებამ დიდი დახმარება გამიწია ამ ეტაპზეც.  გარდა დადებითად გაზრდილი სასწავლო აქტივობისა, სხვა კარგი შედეგიც მოყვა მშობელთა სასკოლო ცხოვრებაში ჩართულობასაც. მშობელსა და შვილს შორის გაიზარდა კომუნიკაცია, მშობელი უფრო გამგები გახდა და კრიტიკული საკუთარი თავის მიმართ, ჰუმანური და მეგობრული შვილის მიმართ. განსხვავებულ გარემოში სწავლებამ მეტად დაახლოვა მასწავლებელი მოსწავლე, რაც ვფიქრობ, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრობლემა იყო მოსწავლეთა დაბალი აკადემიური მოსწრების მიმართულებით.

მიღწეული შედეგი სასიამოვნოა როგორც მოსწავლე მასწავლებელისთვის, ასევე მშობლებისთვის. მშობლებმა გაითავისეს მათი როლი მოსწავლის სწავლა-განვითარებისთვის და აქვთ მზაობა სკოლასთან აქტიურ თანამშრომლობაზე.

 

 

თავი VI. რეკომენდაციები და კვლევის შედეგები

 

VI.1. რეკომენდაციები

კვლევის მიმდინარეობისას წინ წამოიწია მნიშვნელოვანი ფაქტორები:

v  აუცილებელია მოსწავლის პროგრესის უწყვეტი მონიტორინგი და შეფასება; 

v  მოსწავლის ინდივიდუალურ საჭიროებებზე მორგებული სწავლება;

v  მოსწავლე-მასწავლებლის და მშობლის თანამშრომლობა;

v  წიგნიერი გარემო სკოლასა და სახლში და ამის მაქსიმალური ხელშეწყობა.

კვლევის მიმდინარეობისას მიღებულმა გამოცდილებამ საშუალება მომცა მიმეცა რჩევები კვლევაში მონაწილე მხარეებისთვის.

 

რეკომენდაცია მასწავლებლებს:

v  გაამდიდრონ სასწავლო პროცესი თანამედროვე მიდგომების შესაბამისად მრავალფეროვანი აქტივობებით;

v  ხშირად დაგეგმონ მოსწავლეებთან ერთობლივი კითხვა, ამ საქმეში ჩართონ უფროსკლასელები, სტუმრები, მშობლები;

v  დაეხმარონ მოსწავლეებს ინდივიდუალური ინტერესების გათვალისწინებით   კლასგარეშე ლიტერატურის შერჩევაში;

v  ხშირად მოაწყონ მოსწავლეებთან სხვადასხვა ინტელექტუალური თამაშები;

v  ჩართონ მშობლები და მოსწავლეები ინტერვენციების დაგეგმვასა და განხორციელებაში;

v  რეგულარულად მიაწოდონ მშობლებს საჭირო პედაგოგიური ლიტერატურა ბეჭდური ან ინტერნეტრესურსების სახით;

v  იყვნენ მათი მოსწავლეების მეგობრები და მესაიდუმლეები.

 

რეკომენდაცია მშობლებს:

v  მჭიდრო კავშირი დაამყარონ სკოლასთან, პედაგოგებთან;

v  რეგულარულად გაეცნონ ლიტერატურას სწავლა-აღზრდის საკითხებზე;

v  დახმარება გაუწიონ ბავშვებს წერა-კითხვის შესწავლისას წარმოქმნილი სირთულეების დროს;

v  იზრუნონ შვილის არა მარტო აკადემიური წარმატებისთვის, არამედ წიგნიერების დონის ასამაღლებლად;

v  იკითხონ შვილებთან ერთად და ისაუბრონ წაკითხულზე;

v  ბავშვისთვის ხელმისაწვდომი გახადონ ასაკის  და ინტერესების შესაბამისი მხატვრული ლიტერატურა.

 

რეკომენდაცია მოსწავლეს:

v  უფროსების დახმარებით სწორად დაგეგმე შენი თავისუფალი დრო; 

v  მშობელთან და დამრიგებელთან ერთად შეადგინე დღის რეჟიმი და დაიცავი იგი;

v  არ მოგერიდოს შენი პრობლემის  უფროსებთან განხილვა და რჩევის თხოვნა;

v  რეგულარულად უყურე ინტელექტუალურ გადაცემებს;

v  ხშირად ესტუმრე ბიბლიოთეკას;

v  დაისახე მიზანი და ისწრაფე მისკენ.

 

 

 

 

 

 

VI.2. პედაგოგიური პრაქტიკის კვლევის შედეგები

            კვლევის მეთოდებისა და გამოყენებული ინტერვენციების ანალიზის საფუძველზე, გამოვყოფ, ძირითად მიგნებებს, რომლებიც აუცილებელია გავითვალისწინოთ. კვლევის მეთოდებისა და გამოყენებული ინტერვენციების ანალიზის შედეგად შემიძლია გამოვყო ძირითადი მიგნებები, რომლებიც აუცილებელია გავითვალისწინოთ იმისათვის, რომ ჩვენმა პატარებმა შეიყვარონ კითხვა და გახდენ წიგნიერები.

·         მრავალფეროვანი აქტივიბებითა და თამაშ-თამაშით მივაჩვიოთ მოსწავლეები სწორ, ხმამაღალ და სათანადო ინტონაციით კითხვას;

·         მოსწავლეებს გავამახვილებინოთ ყურადღება სასვენ ნიშნებზე, რათა უკეთ შეძლონ ტექსტის შინაარსის გააზრება;

·         ხშირად ვაწერინოთ წაკითხული ტექსტის გააზრებაზე ტექსტები, გავმართოთ წაკითხულის ირგვლივ დისკუსიები, მოვაწყოთ მკითხველთა თეატრი, ვაწარმოოთ წიგნაკი, სადაც ყოველი წიგნის წაკითხვისას გააკეთებენ შთაბეჭდილებათა ჩანიშვნებს;

·         დავეხმაროთ მოსწავლეებს წასაკითხი წიგნების შერჩევაში. სწორად შევურჩიოთ წიგნები და ასევე ხშირად მივცეთ თავისუფალი არჩევანის გაკეთების საშუალება;

·         თუ მოსწავლე ვერ დინტერესდა ამა თუ იმ წიგნით, ნუ დავაძალებთ მის წაკითხვას, დავეხმაროთ სასურველის მოძებნაში;

·         გავააქტიუროთ მშობელთა ჩართულობა კითხვის პროცესსა და წაკითხულის ირგვლივ საუბრებში, წიგნების ერთობლივ შერჩევაში, ვთხოვოთ მათ მისცენ შვილებს მაგალითი, იკითხონ წიგნები, როგორც შვილებთან ერთად, ისე ცალკე, რათა დაანახონ მათ წიგნის კითხვის აუცილებლობა;

·         გავააქტიუროთ მშობლები მოსწავლეთა დროის მენეჯმენტის სწორად გაწერაში, კერძოდ: კომპიუტერთან მუშაობის დროს;

·         მასწავლებლებთან ერთად დავგეგმოთ თანმიმდევრული და სწორი ინტერვენციები კითხვის შინაგანი მოტივაციის შესაქმნელად:

·         სასკოლო და გასვლითი საღამოები-შეხვედრები მწერლებთან, მთარგმნელებთან;

·         წიგნის პრეზენტაციები და ერთობლივი კითხვის საღამოები სასკოლო საზოგადოებასთან, მშობლებთან, მასწავლებლებთან, უფროსი კლასის მოსწავლეებთან;

·         მკითხველთა კლუბების შექმნა. 

 

საყურადღებოა, რომ ასეთი ღონისძიებების სიხშირე იყოს მაღალი და უწყვეტი.

 

პრობლემის იდენტიფიცირების შემდეგ მოხდა  მეთოდების შერჩევა,  აქტივობების დაგეგმვა და განხორციელება. ამ საქმეში აქტიურად ჩავრთე კოლეგები და მშობლები. დავგეგმე და გავაცანი მათ შესაბამისი აქტივობები. ინტერესი მშობლებში თანდათან გაღვივდა და ჩართულობამ საგრძნობლად იმატა. პროცესები თანდათან უფრო საინტერესო, ხალისიანი და შედეგიანი გახდა.   

მიღწეული შედეგების გამოსავლენად ჩავატარე ინტერვიუ პედაგოგებთან, მშობლებთან და მოსწავლეებთან.  (ინტერვიუს კითხვები პედაგოგებისთვის იხ.დანართი ? მოსწავლეთათვის იხ. დანართი 7.       კითხვები მშობელთათვის იხ. დანართი 8.)

 

მშობლებმა აღნიშნეს, რომ კვლევაში ჩართვის შემდეგ სხვანაირად აღიქვამენ შვილების  მიღწევებსა თუ წარუმატებლობას. არ არიან ფოკუსირებულები მხოლოდ აკადემიურ მიღწევებზე, გახდნენ უფრო თავდაჯერებულები, მაგრამ იმასაც გრძნობენ, რომ საჭიროა მეტად გაეცნონ ბავშვის ასაკობრივ თავისებურებებს და სწავლა-აღზრდის  საკითხებზე საჭირო ლიტერატურას, უფრო ხშირად მიმართონ კომპეტეტურ პირებს რჩევისთვის. 

შევაჯამე მოსწავლეთა ინტერვიუს შედეგებიც. ყურადღებით გავეცანი მათ პასუხებს      და   აღმოჩნდა, რომ ტრადიციულ გაკვეთილთან შედარებით როლური თამაშით ჩატარებული გაკვეთილი უფრო მიმზიდველია მათთვის, მოწონთ პერსონაჟად გარდასახვა, მათი ფორმის მორგება. პროექტში - როგორც აღნიშნეს -  იმით დააინტერესდნენ, რომ  ჯგუფები სხვადასხვა დავალებებით მუშაობდნენ და ერთმანეთს ეჯიბრებოდნენ, ვინ უფრო საინტერესოდ  წარმოაჩენდა თავის თემას. თუმცა ერთხმად აღნიშნეს, რომ ყველა ჯგუფის ნამუშევარი თავისებურად საინტერესო იყო. ფელამუშის მოდუღება და ჩურჩხელების ამოვლება მათი აზრით ყველაზე „ტკბილი“ აქტივობა იყო ამ ოთხი წლის მანძილზე. ასევე საინტერესოდ ჩათვალეს დიორამებზე მუშაობა და შედეგით კმაყოფილნი დარჩნენ, თუმცა ამ საქმეში მშობლების დახმარება მეტად დასჭირდათ, რათა პერსონაჟის გარეგნობა და ხასიათი გადმოეცათ. ექსკურსიის შესახებ მოსწავლეთა უმრავლესობა თვლის, რომ მშობლებთან ერთად უფრო სახალისო და საინტერესოა. მათი ასაკიდან გამომდინარე მშობლების გვერდით თავს უფრო დაცულად და კომფორტულად გრძნობენ. ასეთივე აზრის იყო ყველა ლაშქრობაზე და აღნიშნეს, რომ კარგი იქნებოდა თუ მათი ოჯახებიც მოაწყობდნენ მსგავს გასვლებს ბუნებაში. რაც შეეხება კითხვას, თავიანთი მონაწილეობით გამართული კარნავალი ერჩივნათ თუ თეატრში სტუმრობა, ძალიან გაუჭირდათ პასუხის გაცემა, რადგან თურმე ორივე ერთნაირად საინტერესო იყო მათთვის. 

კვლევის შედეგების შესახებ მოსწავლეთა უმრავლესობამ აღნიშნა, რომ განხორციელებული ერთობლივი აქტივობების შემდეგ მშობლები უფრო ლმობიერები გახდნენ მათ მიმართ, მეტს ესაუბრებიან, ეკითხებიან აზრს, მეტად არიან ჩართულნი დავალებების მომზადების პროცესში. ასევე - როგორც აღნიშნეს- მოეწონათ ანკეტირებისა და ინტერვიუს აღების პროცესი. იგრძნეს პასუხისმგებლობა და მოუწიათ პასუხებისთვის დაფიქრება.

მინდა აღვნიშნო, რომ ბავშვები სერიოზულად მიუდგნენ იმ საკითხს, რომ კვლევაში იღებდნენ მონაწილეობას და ბოლოს აღნიშნეს კიდეც მისი დადებითი შედეგები. შედეგად მივიღე არა მარტო მოსწავლეთა, არამედ მშობელთა მაღალი მოტივაცია, გაუმჯობესდა მოსწავლეთა მიღწევები, თეორიული ინფორმაცია მშობელთა ჩართულობის შესახებ გადავიტანე პრაქტიკაში და ნათლად დავინახე შედეგი. ახლა მთავარია მუშაობა ამ კუთხით კვლავაც გაგრძელდეს და ეს არ იყოს ერთჯერადი ღონისძიება. 

0

1

2

3

4

5

6

7

8

9

10

მოსწავლეთა მოტივაცია

მშობელთა ჩართულობა

კვლევამდე

კვლევის შემდეგ

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

88

 %

 

100

 %

 

 %

55

 

67

 %

 

 

7.დასკვნა

აღნიშნული კვლევა ჩავატარე ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ სოფელ კაპრეშუმის საჯარო სკოლაში.  კვლევაში მონაწილეობდა პირველი საფეხურის მოსწავლეები, მასწავლებლები და მათი მშობლები. როგორც აღვნიშნე სკოლაში შეინიშნებოდა წიგნიერების დაბალი დონე.  გადავწყვიტე გამეხორციელებინა კვლევა, დამედგინა  პრობლემის გამომწვევი მიზეზები და მეპოვა მისი გადაჭრის გზები. კოლეგების და მშობელთა ჩართულობით დავგეგმე და განვახორციელე სხვადასხვა აქტივობები. ამ აქტივობების დროს სხვადასხვა კლასის  მოსწავლეები და მათი მშობლები დაუახლოვდნენ ერთმანეთს, მშობლებმა მეტი გაიგეს თავიანთ შვილებზე, მათ კლასელებზე, სკოლის საჭიროებებზე და ბოლოს ისე გააქტიურდნენ სურვილი გამოთქვეს თავადაც აქტიურად ჩართულიყვნენ სასკოლო ღონისძიებების მოწყობაში. მიმდინარე პროცესებმა დადებითი გავლენა იქონია მოსწავლეებზე. გახდნენ უფრო მოტივირებულები, მხიარულები, მეგობრულები,  გახსნილები და რაც მთავარია, დაუმეგობრდნენ წიგნს. გახშირდა საუბრები წაკითხულის შესახებ, დაიწყეს ერთმანეთში წიგნების გაცვლა, დამკვიდრდა დაბადების დღეზე წიგნის ჩუქების ტრადიცია,  საგრძნობლად ამაღლდა კლასგარეშე ლიტერატურით დაინტერესება. თუმცა სასურველი შედეგის მიღწევამდე ჯერ კიდევ ბევრია გასაკეთებელი. ამ ეტაპზე, რაც მთავარია დადგენილია პრობლემის მიზეზები და მისი გადაჭრის გზები. საჭიროა ფართო მასშტაბით გაგრძელდეს დაწყებული საქმე და აქტიურად ჩაერთოს მასში  კოლეგები. 

განხორციელებული აქტივობების უმრავლესობა მეტად ეფექტური აღმოჩნდა. მათ  დადებითი გავლენა მოახდინეს მოსწავლეთა აკადემიურ მოსწრებაზეც. კვლევამ კარგი გამოცდილება მომცა.  ამ გამოცდილებას წარმატებით გამოვიყენებ შემდგომ მუშაობაში.

 

 

 

7.2. კოლეგებთან გაზიარება

2022 -2023 სასწავლო წლის ივნისში კაპრეშუმის საჯარო სკოლის პედაგოგებს, ჩემს კოლეგებს წარვუდგინე ჩემ მიერ განხორციელებული სკოლის საჭიროების კვლევის -„წიგნიერების პრობლემა და მისი დაძლევის გზები დაწყებით კლასებში“- ანგარიში. ეს პრობლემა ყველა პედაგოგს აწუხებს და აქედან გამომდინარე ინტერესი ძალიან დიდი იყო. საპრეზენტაციოდ გამოვიყენე პროექტორი და კომპიუტერული ტექნოლოგიები. კოლეგები თავადაც აქტიურად მონაწილეობდნენ კვლევაში და ინტერესით ადევნებდნენ თვალს სხვადასხვა კლასში განხორციელებულ ინტერვენციების შედეგებს. გზადაგზა დამისვეს მათთვის საინტერესო კითხვები:

  მივაღწიე თუ არა ყველა მოსწავლის  ჩართულობას ინტერვენციებში?

  რა სირთულეს წავაწყდი კვლევის მიმდინარეობისას?

  განხორციელებული           ინტარვენციები                    რამდენად     აისახა             მოსწავლეთა მოტივაციაზე?

  გაიზარდა თუ არა მშობელთა დაინტერესება აღნიშნული პრობლემისადმი? კმაყოფილი ვარ თუ არა მიღწეული შედეგით?

კოლეგებმა კმაყოფილება გამოთქვეს და აღნიშნეს, რომ ეს კვლევა მათაც გაუწევდა დიდ დახმარებას. პრეზენტაციას ვერ დაესწრო პედაგოგთა სრული შემადგენლობა, მაგრამ ელექტრონული ვერსია ყველასთვის ხელმისაწვდომი იყო. კვლევა განვათავსე ჩემს ბლოგზე და ყველა დაინტერესებული პირი შეძლებს მის ნახვას.

 

 გამოყენებული ლიტერატურა:

 

2.   Pirls წიგნიერება: მეოთხეკლასელთა მიღწევები და მათზე მოქმედი ფაქტორები - შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი 2019;

3.         წიგნიერება-მასწავლებლის სახელმძღვანელო;

4.         წიგნიერების პრობლემა დღეს – სასწავლო–საგანმანათლებლო პროექტი ,,წიგნი სიყვარულია“ ნათია კალანდაძე ქ.ქუთაისის №15 საჯარო სკოლის ისტორიის მასწავლებელი;

5.         ჟურნალი „მასწავლებელი“  2018 წ. N3- „ვაუჩერული პროგრამა წიგნიერებისთვის“ ჟურნალი „მასწავლებელი“ 2010 წ. N5;

6.         „წიგნიერების პრობლემა ბავშვებში“ - ინა იმედაშვილი /ინას ბლოგი/ ეროვნული სასწავლო გეგმა-2018-2024 სასწ.წელი. ჟურნალი „მასწავლებელი“ 2009 წ. N1-„წიგნიერება საქართველოში“;

7.         ჟურნალი „მასწავლებელი“  2018 წ. N3-„როცა მოსწავლეები და მასწავლებლები ერთად კითხულობენ“. ჟურნალი „მასწავლებელი“  2009 წ. N6- „წიგნის წაკითხვას რა უნდა“;

8.         გაზეთი „ახალი განათლება“ 2017 წ. N14 /13-26 აპრილი/-„თინეიჯერთა /ნინველთა/ პრობლემები-ანუ რატომ ვერ ვწერთ უკეთესად. ლია გოგოხია, ლეილა ხონელიძე;

9.         თვისებრივი მეთოდები სოციალურ კვლევაში - მომზადებულია სოციალურ მეცნიერებათა ცენტრის აკადემიური სტიპენდიის საფუძველზე. სალექციო კურსი სოციალური მეცნიერებების. თინათინ ზურაბიშვილი - თბილისი 2006;

10.     რაოდენობრივი კვლევის მეთოდები სოციალურ მეცნიერებებში - ლია წულაძე, თბილისი 2008.

11.     წიგნიერების ევოლუცია ლევან ბერძენიშვილი სტატიები / ბიბლიოთეკა 13 იანვარი 2016 .

12.     https://www.theglobaleconomy.com/rankings/literacy_rate/

 

 

 

 

 

 

 8. დანართები

დანართი 1: მოსწავლის ანკეტა

მოგესალმებით, აღნიშნული კითხვარი ტარდება სკოლის საჭიროების კვლევისთვის თემაზე         ”წიგნიერების პრობლემა და მისი დაძლევის გზები დაწყებით კლასებში“ თქვენი აქტიური ჩართულობა მნიშვნელოვანია კვლევის წარმატებით ჩატარებისთვის.  გთხოვთ კითხვებს უპასუხოთ გულწრფელად.  თქვენგან მიღებული ინფორმაცია ანონიმურია. არ არის საჭირო სახელისა და გვარის მითითება.

პატივისცემით,   ეკა მასწავლებელი

 

 

1

გიყვართ თუ არა კითხვა?

 

დიახ.  არა.

2

გჭირდებათ დახმარება კითხვისას?

 

დიახ. არა.

3

 ოჯახის წევრები წიგნს გიკითხავენ?

 

დიახ. არა.

4

ბიბლიოთეკით თუ სარგებლობ?

 

დიახ. არა.

5

 გაქვს შინ საბავშვო წიგნები?

 

დიახ. არა.

6

კითხვის დროს

 

ა) ყველაფერი გასაგებია

ბ)მიჭირს გააზრება

7

ვინ გეხმარება წიგნის შერჩევაში?

 

ა)მე თვითონ

ბ)ოჯახის წევრები

გ)სხვა

8

თქვენი პირველი წიგნი?

 

 

9

ახლა რას კითხულობ?

 

 

10

წაგიკითხავთ ერთი და იგივე წიგნი რამდერჯერმე? დიახ. არა.

 

 

 

 

 

 

 

დანართი 2:  მშობლის ანკეტა

მოგესალმებით, აღნიშნული კითხვარი ტარდება სკოლის საჭირეობის  კვლევისთვის თემაზე  ”წიგნიერების პრობლემა და მისი დაძლევის გზები დაწყებით კლასებში“. თქვენი,             როგორც         მშობლის       აზრი, მნიშვნელოვანია      კვლევის        წარმატებით ჩატარებისთვის და თქვენი შვილის წინსვლისათვის.  გაითვალისწინეთ, რომ თქვენგან მიღებული ინფორმაცია ანონიმურია და  არ არის საჭირო სახელისა და გვარის მითითება. 

პატივისცემით, ეკა გორგილაძე

 

1

როგორ შეაფასებთ თქვენი შვილის წიგნიერების დონეს?

 

მაღალი საშუალო დაბალი

2

გაქვთ ოჯახში საბავშვო ლიტერატურა?

 

დიახ. არა.

3

ეხმარებით თუ არა კლასგარეშე საკითხავი ლიტერატურის შერჩევაში? დიახ. არა.

4

კითხულობთ თუ არა თავისუფალ დროს შვილთან ერთად?

 

დიახ. არა.

5

 განიხილავთ წაკითხულს შვილთან ერთად?

 

 

დიახ. არა.

6

ხშირად სტუმრობთ შვილთან ერთად ბიბლიოთეკას?

 

დიახ. არა.

7

თქვენი აზრით, გაუვიდა თუ არა ყავლი კლასიკურ ნაწარმოებებს?

 

დიახ. არა.

 

8

რა ჟანრის ლიტერატურა მოსწონს თქვენს შვილს?

 

 

9

თუ თვლით, რომ თქვენი შვილი ხშირად არ კითხულობს, რა არის ამის მიზეზი?

 

 

10

როგორ იქრობთ, სკოლას მეტი პასუხისმგებლობა აკისრია მოზარდის წიგნიერების ამაღლებაში თუ ოჯახს?

 

 

 

დანართი 3: მასწავლებლის ანკეტა

მოგესალმებით, გადავწყვიტე სკოლის საჭიროების კვლევის ჩატარება თემაზე

“წიგნიერების პრობლემა და მისი დაძლევის გზები დაწყებით კლასებში“

თქვენი მონაწილეობა კვლევაში აუცილებელია. იგი დამეხმარება პრობლემის მიზეზების დადგენასა და მისი აღმოფხვრის გზების ძიებაში. თქვენი თანადგომით მე შევძლებ  კვლევის წარმატებით განხორციელებას და ბოლოს ყველანი ერთად შევძლებთ ამ გლობალური პრობლემის დაძლევაში ჩვენი წვლილის შეტანას.  

პატივისცემით, ეკა დონარი გორგილაძე

1

იყენებთ

 

თუ

 

არა

 

თანამედროვე

 

მეთოდებსა

 

და

 

მიდგომებს

 

გაკვეთილის

 

დაგეგმვის

 

დროს

?

 

 

დიახ

.

 

არა

.

 

2

იყენებთ

 

თუ

 

არა

 

ტრენინგებზე

 

მიღებულ

 

ცოდნას

 

მოსწავლეთა

 

მოტივაციის

 

ასამაღლებლედ

?

 

 

დიახ. არა.

3 

რეგულარულად ატარებთ თუ არა კითხვის საათს?

 

დიახ. არა.

4

კითხულობენ თუ არა თქვენი მოსწავლეები კლასგარეშე ლიტერატურას? ხშირად. ზოგჯერ. არასდროს.

 

5

მშობლები დაინტერესებულნი არიან თუ არა თავიანთი შვილის წიგნიერების დონის ამაღლებით?

 

 

დიახ. არა. ნაწილობრივ.

6

თქვენი აზრით, რამ გამოიწვია საქართველოში წიგნიერების ასეთი დაბალი მაჩვენებელი?

 

 

7

თქვენი აზრით, რა უნდა გაკეთდეს მდგომარეობის გამოსასწორებლად?

 

 

                                       

 

დანართი 3.

ინტერვიუ პირველკლასელებთან:

1.         რატომ სურთ კითხვის სწავლა?

2.         უკითხავენ თუ არა მშობლები წიგნებს?

3.         რა ჟანრის ლიტერატურა მოსწონთ?

4.         აქვთ თუ არა შინ საბავშვო წიგნები?

 

 

 

დანართი 4: ინტერვიუ სკოლის დირექტორთან

 

1.         ჩართული არიან თუ არა თქვენი პედაგოგები ტრენინგებში, კონფერენციებსა და სხვა ღონისძიებებში კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით?

 

2.         ხართ თუ არა კრიტიკული მეგობარი და როგორ აფასებთ ამ საკითხს?

 

3.         თქვენი აზრით, რატომაა მოზარდებში წიგნიერების დონე ასე დაბალი? 

 

4.         რა კეთდება სკოლაში ამ პრობლემის აღმოსაფხვრელად?

 

 დანართი 5: ინტერვიუ მოსწავლეებთან

1.         გიყვართ თუ არა კითხვა?

2.         ჩართულნი არიან თუ არა მშობლები თქვენი კითხვის პროცესში ან თვითონ თუ გიკითხავენ წიგნს?

3.         რომელი აქტივობა უფრო სახალისო იყო კვლევის  განხორციელების დროს?

4.         ბიბლიოთეკით თუ სარგებლობთ?

5.         თქვენი აზრით, რატომ უნდა იკითხოთ კლასგარეშე ლიტერატურა?

 

 

 

დანართი 6: ინტერვიუ მასწავლებლებთან

1.         რა ინტენსივობით კითხულობენ კლასგარეშე ლიტერატურას თქვენი მოსწავლეები?

2.         შეიცვალა თუ არა მშობლების ჩართულობა კვლევის პროცესში?

3.         რა გავლენა მოახდინა განხორციელებულმა აქტივობებმა აკადემიურ მოსწრებაზე?

4.         რით იყო კვლევა თქვენთვის საინტერესო და სასარგებლო?

 

 

 

დანართი 7: ინტერვიუ მშობლებთან

1.         თქვენი აზრით გაზარდა თუ არა კითხვის მოტივაცია კვლევის ფარგლებში?

2.         რომელ აქტივობაში  იყო დაინტერესება მაღალი თქვენი შვილის მხრიდან?

3.         შეიცვალა  თუ არა თქვენი დამოკიდებულება აღნიშნული საკითხისადმი კვლევის ჩედეგად? 

4.         როგორ ფიქრობთ, არის თუ არა აუცილებელი მშობლისა და მასწავლებლის თანამშრომლობა წიგნიერების პრობლემის გადასაჭრელად?

5.         რა  დადებითი შედეგი ჰქონდა თქვენი აზრით კვლევას? 

6.         შეიცვალა თუ არა თქვენი შვილის დამოკიდებულება წიგნისადმი კვლევის მიმდინარეობისას?

 

საჭიროების კვლევა pdf