воскресенье, 31 мая 2015 г.

,,ჩხიკვთა ქორწილი"- სასწავლო პროექტი

სსიპ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ სალიბაურის #2 საჯარო სკოლ
გაცოცხლებული მოთხრობა
 ,,ჩხიკვთა ქორწილი“
სასწავლო პროექტის გეგმა
პროექტის ხელმძღვანელი - დონარი გორგილაძე
პროექტის მონაწილენი: III კლასის მოსწავლეები
პროექტის აღწერა
#
შესრულებული სამუშაო
შემსრულებელი
დრო

1
შესავალი, მთხრობელი
კახა აივაზაშვილი
2 წთ
2
ჩხიკვი ზაქარა
გიორგი ბორჩხაძე
2 წთ
3
ჩხიკვი ქეთევანი
მარიამ თურმანიძე
3-5 წთ
4
კურდღელი და ბაჭიები
ანასტასია მაკაროვა, ნათია მახარაძე
3 წთ
5
ჩხიკვი თომა
ლუკა დიდმანიძე
3-4 წთ
6
მაჭანკალი
ლამარა გოგოლაძე
4 წთ
7
თავადი
ანრი ჭაღალიძე
5 წთ
8
არწივი
მირზა სურმანიძე
2 წთ
9
ხოხობი
ლენა დოლიძე
8 წთ
10
კაჭკაჭი
მალვინა სურმანიძე
20 წთ
11
ლექსები - ზაქარას ძმაკაცები
III კლასის ვაჟები
5-7 წთ
12
ცეკვა კინტაური - წრუწუნა
ანრი კახაძე
3 წთ
12
ცეკვა ქართული
მარიამ თურმანიძე, გიორგი ბორჩხაძე
3 წთ

        27.02.2015 წ.                                                                              /დ. გორგილაძე/





სსიპ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ სალიბაურის #2 საჯარო სკოლ
გაცოცხლებული მოთხრობა
,,ჩხიკვთა ქორწილი“
სასწავლო  პროექტი
პროექტის ხელმძღვანელი - დონარი გორგილაძე
პროექტის მონაწილენი: III კლასის მოსწავლეები
პროექტის აღწერა
მიზანი:
პროექტის მიზანია თვითონ ზღაპრის ტექსტის გაცნობა და სათანადოდ აღქმა. პერსონაჟების ემოციური მდგომარეობის ამოცნობა, მათი საქციელის შეფასება, კომუნიკაციის უნარის განვითარება. ხელი შეეეწყოს მოსწავლეებში შემოქმედებითი, შემეცნებითი უნარისა და მრავალმხრივი ინტელექტის განვითარებას.
ეროვნული ღირებულებების დაფასების, თვითრეალიზაციის, საკომუნიკაციო, მხატვრული კითხვის უნარების, აქტიური მონაწილეობისა და პასუხისმგებლობის განვითარება, ესთეტიკური გემოვნების დახვეწა მოსწავლეებში; მხატვრული კითხვის, მსჯელობის, თხრობის, სწორად მეტყველების უნარის განვითარება.
პროექტის აქტუალობა: 
ინსცენირებისთვის მომზადების პროცესი ხელს შეუწყობს მოსწავლეს მეტყველებისას გამოიყენოს წინადადების მოდალობები და შესაბამისი ინტონაცია.  მონაწილეობა მიიღოს ტექსტის სახელდახელო ინსცენირებაში, აირჩიოს როლის შესაბამისი ინტონაცია და ჟესტმიმიკა. გაიზრდება კლასის საქმიანობაში მშობელთა ჩართულობის დონე.
ამოცანები:
§  ღონისძიების ორგანიზება;
§  პროექტის შესრულების ვადების განსაზღვრა;
§  ბიუჯეტის შედგენა.
განსახორციელებელი ღონისძიებანი:
§  ღონისძიების პროგრამის შედგენა
1.         ტექსტები ნაწარმოებიდან;
2.         ცეკვა;
3.         ინსცენირება;
4.          ლექსები.
§  ღონისძიებიებისთვის მოსწავლეთა მზადების მონიტორინგი;
§  ღონისძიების მოწყობა


 გამოსაყენებელი აქტივობები:
§  მხატვრული ლიტერატურის ნაწარმოებთა მოძიება და მიწოდება; ვაჟა-ფშაველას ნაწარმოების მნიშვნელობის აღწერა, როგორც პირდაპირი, ასევე გადატანითი მნიშვნელობით; ,,ძალა ერთობაშია’’ - როლი საზოგადოებრივ ცხოვრებაში.
§  გამომეტყველებითი კითხვა;
§  მუსიკალური ნომრების მომზადება
§  ცეკვის მომზადება
§  სცენარის მომზადება
§  როლების განაწილება და რეპეტიციები
§  რესურსების მომზადება
§  დარბაზის მორთვა
§  სტუმრების მოწვევა
§  სპექტაკლის შემდეგ მასალების ორგანიზება.

პროექტის შესაძლო აქტივობები კლასში: მოსწავლეები კლასში იმუშავებენ ჯგუფებად - თითოეულ ჯგუფს ექნება თავისი დავალება და საკვლევი საკითხი.
მოსალოდნელი შედეგები:  დავდგამთ სპექტაკლს ,,ჩხიკვთა ქორწილი", მოვამზადებთ ფოტო და ვიდეო მასალას. გაკეთდება სტენდი.
მთავარი შედეგი იქნება ის, რომ მოსწავლეები გაეცნობიან ვაჟა-ფშაველას  ნაწარმოებს თუ ხელოვნების ნიმუშს, მიიღებენ უამრავ ინფორმაციას, გამოუმუშავდებათ კვლევის, გარჩევისა და გაანალიზების უნარი.
ბავშვები შექმნიან ნახატებს,გაკეთდება სლაიდშოუ სხვადასხვა მხატვრის თუ მოქანდაკის მიერ ამ თემაზე შექმნილი შედევრების გამოყენებით; შეიქმნება ჟურნალი, გათამაშდება სცენები პიესებიდან და ფილმებიდან.
სარგებელი სხვებისთვის: მსოფლიოს ან საქართველოს მასშტაბით შეიქმნება ცნობარი სხვადასხვა კინოსა თუ სპექტაკლის შესახებ.
სამუშაო ენა: ქართული
საგნებთან/საგნობრივ  ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი: გეოგრაფია, ისტორია, ლიტერატურა, ხელოვნება, ხატვა, მუსიკა.

ბიუჯეტი
#
რესურსები
რაოდენობა
ფასი
1
მიკროფონები
3

2
კომპიუტერული ტექნიკა
1

3
ფოტოაპარატი, ვიდეოგადამღები
1

4
ინტერნეტრესურსები
1

5
თაბახის ფურცლები
50 ცალი

6
მარკერები
1

7
საღებავები
1

8
ფერადი ქაღალდები
5

9
წებო
3

10
ფონოგრამა, მუსიკა ცეკვისათვის
3


ჩატარების დრო და ადგილი:   27.02.2015     სსიპ ხელვაჩაურის მინიციპალიტეტის სოფელ სალიბაურის #2 სკოლა, საკლასო ოთახი №25
დასაწყისი:    13 სთ

მისამართი: ხელვაჩაური, სალიბაური



























Комментариев нет:

Отправить комментарий