пятница, 24 июня 2016 г.

ინტეგრირებული გაკვეთილი


სსიპ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ სალიბაურის №2 საჯარო სკოლა
ინტეგრირებული გაკვეთილი
ქართულ ენაში, ბუნებასა და ხელოვნებაში
ინტეგრირებული საგნები და პედაგოგები
ქართული ენა - დონარი გორგილაძე
ბუნება - დონარი გორგილაძე
ხელოვნება - ნათელა სურმანიძე
გაკვეთილის თემა
ქართული ენა - იაკობ გოგებაშვილი ,,ცის და მიწის მეფეები - არწივი და ლომი“
ბუნება - ორგანიზმების სასიცოცხლო ციკლი
ხელოვნება - ფერით წერის ხელოვნება
სწავლების საფეხური
კლასი
დაწყებითი
IV
მოსწავლეთა რაოდენობა
26
გაკვეთილის მიზნები
ქართული ენა: - შემეცნებითი, ადამიანისა და ბუნების სხვა ბინადართა ყოფის, ცხოვრების წესისა და საქმიანობის გააზრება;
ადამიანისა და ბუნების ჰარმონიის აღქმა;
სიკეთის, სიყვარულისა და მეგობრობის იდეა;
ლექსიკური მარაგის გამდიდრება;
ახალი სალექსიკონო ერთეულის შესწავლა;
კონკრეტული სიტუაციის შესაბამისი ლექსიკის შერჩევა და გამოყენება;
ბუნება:ბუნების მშვენიერების, ადამიანისა და ბუნების ურთიერთობის იდეა.
შინაარსის დაკავშირება სხვა საგნებში განვლილ მასალასთან - ლიტერატურა, ბუნება; საუბარი შთაბეჭდილე­ბებ­ზე; განწყობილების ამოცნობა; ადგილობრივ გარემოში არსებული ხელოვნების ნიმუშების კვლევა.
ხელოვნება:მოსწავლემ შეძლოს დაკვირდება გარემოში საგნებს, ობიექტებს, მოვლენებს,  მათ   შორის არსებულ კავშირებზე და შეძლოს მათი სახვ ნამუშევარში.
მოსწავლემ შეძლოს ითანამშრომლოს სხვებთან, როგორც საკუთარი, ისე საერთო მიზნის მისაღწევად.
განსავითარებელი უნარები:
·                     სისტემური, ანალიზური, ლოგიკური აზროვნება;
·                     თვალსაჩინოების შექმნა გამოყენება;
·                     ჯგუფში მუშაობა-თანამშრომლობა;
·                     პრეზენტაციის უნარი.

ე.ს.გ გათვალისწინებული შედეგები, ინდიკატორები
ქართ. IV. 2. მოსწავლეს შეუძლია გამოხატოს საკუთარი დამოკიდებულება მხატვრული ნაწარმოების მიმართ.
მსჯელობს ნაწარმოებში ასახულ ამბავსა და პერსონაჟებზე მისთვის საინტერესო და მნიშვნელოვანი კუთხით;
ასახელებს მოსმენილი ტექსტიდან ესთეტიკურად ღირებულ ადგილებს;
აფასებს გმირის საქციელს და განმარტავს თავის დამოკიდებულებას;
უკავშირებს პერსონაჟის მოქმედებას პირად ცხოვრებისეულ გამოცდილებას და იხსენებს მსგავს სიტუაციებს;
მონაწილეობს მხატვრული ნაწარმოების შესახებ გამართულ დისკუსიაში;
გამოხატავს საკუთარ ემოციებს/განცდებს და ცდილობს მათ ახსნას („გამიკვირდა იმიტომ, რომ...“, „აღვშფოთდი იმიტომ, რომ...“).
ქართ. IV. 4. მოსწავლეს  შეუძლია შესაბამისი ენობრივ-გრამატიკულ საშუალებების გამოყენება კონკრეტულ სამეტყველო სიტუაციაში.
მასწავლებლის მიერ მითითებული ნიმუშების მიხედვით შემოქმედებითად იყენებს სიტყვათა სემანტიკურ კავშირებს (სინონიმს, ანტონიმს...);
სათანადო კონტექსტებში სწორად ჩაანაცვლებს სახელებს (არსებითს, ზედსართავს, რიცხვითს) ნაცვალსახელებით (ეს, ის, ასეთი, ამდენი...) და მარტივი ზმნიზედებით (აქ, იქ, მაშინ, ამიტომ...);
კონტექსტის მიხედვით სწორად იყენებს ზმნის გრამატიკული დროის ფორმებს (მაგ., შარშან დავისვენეთ - გაისად დავისვენებთ და ა. შ.);
მეტყველებისას იცავს ბრუნვისა და პირის ნიშნებთან დაკავშირებულ მართლმეტყველების წესებს (მაგ. ვვარჯიშობ, ვუთხარი, თბილისს, ქათამმა, კარგად ვარ და ა. შ.);
ქართ. IV. 11. მოსწავლეს შეუძლია სხვადასხვა სახის მცირე ზომის ტექსტის შეთხზვა
ცხოვრებისეული შთაბეჭდილებების საფუძველზე წერს მცირე ზომის ტექსტს;
შესაფერისი ლექსიკის გამოყენებით ადგენს მარტივ დარგობრივ ტექსტებს;
ჩამოწერს შეკითხვებს მწერალთან ან პერსონაჟთან წარმოსახვითი ინტერვიუსათვის;
ბუნ.IV.1.მოსწავლეს შეუძლია ორგანიზმების სასიცოცხლო ციკლის აღწერა.
აკვირდება ორგანიზმებს სასიცოცხლო ციკლს სხვადასხვა სტადიაზე, შედეგებს წარმოადგენს ნახატების ან ჩანაწერების სახით.  სვამს კითხვებს (მაგ., როგორ იცვლება თესლიდან აღმოცენებული მცენარე, როგორ იცვლება თავკომბალა?) და პოულობს პასუხებს;
პოულობს მსგავსება-განსხვავებას სხვადასხვა ორგანიზმის სასიცოცხლო ციკლის  სტადიებს შორის;
საუბრობს სასიცოცხლო ციკლის შეგუებით მნიშვნელობაზე;
აღწერს იმ ცვლილებებს, რომლებსაც სხვადასხვა მცენარე განიცდის სასიცოცხლო ციკლის განმავლობაში (მაგ., თესლი-ნაყოფი-თესლი).
ბუნ.IV.2.მოსწავლეს შეუძლია დაასახელოს ზოგიერთი ორგანიზმის  ნიშან-თვისებების   ადაპტაციური მნიშვნელობა.
აკვირდება და აღწერს მცენარეებისა და ცხოველების ზოგიერთ გარეგნულ ნიშანს (მაგ., ეკლები, შეფერილობა, თესლის გავრცელების სამარჯვები, ცხიმის მარაგი, საფარველი), რომლებიც ეხმარება მათ გარემოსთან შეგუებაში;
აღწერს ცხოველთა ქცევას (მაგ., მიგრაცია, ჯოგებად გაერთიანება, შთამომავლობაზე ზრუნვა) და განმარტავს მის მნიშვნელობას გარემოსთან შეგუებაში;
იყენებს მოდელებს მფარველობითი და გამაფრთხილებელი შეფერილობის ეფექტიანობის სადემონსტრაციოდ.
ხელ.IV.1.   მოსწავლეს შეუძლია გამოიყენოს სახვითი ხელოვნების ძირითად ელემენტები და პრინციპები ნამუშევრის შექმნისას.
იყენებს სხვადასხვა ტიპის ხაზს და შტრიხს;
ფერების შეზავებით იღებს სასურველ ფერს (მაგ. მოყვითალო მწვანე, მოლურჯო მწვანე;
თეთრის ან შავი ფერის დამატებით ცვლის ფერის სინათლის ხარისხს (ნათელი-ბნელი), ტონალობას (ვარდიფერი, იასამნისფერი, ცისფერი და სხვ.);
ფიგურის, ფორმის, ან ორნამენტის გამეორებით ქმნის რიტმულ კომპოზიციებს;
ქმნის სიმეტრიულ და ასიმეტრიულ ნამუშევრებს კოლაჟის, აპლიკაციის, მოზაიკისა და სხვა ტექნიკის გამოყენებით (პეპელა, ტყე და ა.შ.);
ხელ.IV.4. მოსწავლეს შეუძლია გრძნობებ და იდეებ ასახვ  ნამუშევარში.
ირჩევს გამომსახველობით ხერხებს ნამუშევარში  ჩანაფიქრის უკეთ გადმოსაცემად;
ქმნის წარმოსახვით სახეებს;
გადმოსცემს ცხოვრებაში ნანახ საინტერესო სცენებს და ცდილობს ასახსაკუთარი გრძნობები მათ მიმართ.
ხელ.IV.7.   მოსწავლეს შეუძლია წარადგინოს ინდივიდუალურ და ჯგუფურ ნამუშევრები და ისაუბროს მათში გამოხატულ იდეებზე და  გამოყენებულ მხატვრულ ხერხებზე.
საუბრობს საკუთარ და სხვათა ნამუშევრებში გამოყენებულ მხატვრულ ხერხებსა და ელემენტებზე (ჟანრი, მასალა, ტექნიკა, ფორმა, ფაქტურა და სხვ.);
აღნიშნავს და ასაბუთებს, რა მოსწონს, რა - არა;
დილობს შეფასებას, რამდენად შეძლო ჩანაფიქრის გადმოცემა ნამუშევარში;
ხელოვნების ნამუშევარზე საუბრისას იყენებს შესაბამის ტერმინებს განვლილი მასალიდან;
წარადგენს ნამუშევრებს აუდიტორიის წინაშე ავტორის და/ან ინტერპრეტატორის როლში.
ხელ.IV.12.   მოსწავლეს შეუძლია დააკავშირს ხელოვნების ნაწარმოების შინაარს სხვა საგნებში განვლილ მასალასთან.
ადარებს ერთსა და იმავე თემაზე შექმნილ ხელოვნების ნიმუშს და ლიტერატურულ ნაწარმოებს;
ამოიცნობს მხატვრულ ნამუშევრებში ბუნების მოვლენებს, განსხვა­ვე­ბულ რელიეფს, მცენარეებს და სხვ.
ხელ.IV.6.  მოსწავლეს შეუძლია ითანამშრომლოს სხვებთან, როგორც საკუთარი, ისე საერთო მიზნის მისაღწევად.
მონაწილეობს გუნდურ სამუშაოში (ერთობლივი გადაწყვეტილების მიღებაში, ფუნქციების განაწილებაში);
ჩართულია ერთობლივი მხატვრული ნამუშევრის შექმნის პროცესში;
იჩენს სხვებთან თანამშრომლობის ინიციატივას და ხალისით ეხმარება თანაკლასელებს.
წინარე ცოდნა
კითხულობენ ტექსტს გამართულად,  იციან გრამატიკული მასალა: არსებითი, ზედსართავი სახელი, ზმნა.
იციან ორგანიზმების სასიცოცხლო ციკლი, კვება.
იციან, გრაფიკული და ფერწერული ნახატების არსი და მნიშვნელობა. იციან ყველა ფერის დანიშნულება ნახატში.
შეფასება
დაწყებით საფეხურზე გამოიყენება განმავითარებელი შეფასება. შევაფასებ როგორც ჯგუფის მუშაობას სხვადასხვა კრიტერიუმით, ასევე მოსწავლეებს ინდივიდუალურად. (დანართი #1 შეფასების რუბრიკა).
ტექნიკური რესურსები
ფლირტჩატები,ფერადი ფანქრები, ფერადი ფურცლები, მაკრატელი, ცარცი, დაფა, საწერი კალამი, კომპიუტერი, პროექტორი, ლომის და არწივის ფიგურები, ვიდეო და ფოტო აპარატი,  სახელმძღვანელო, ინტერნეტი, დამატებითი ლიტერატურა: ცხოველთა ენციკლოპედია, საოცარი წიგნი ცხოველების და მათი რეკორდების შესახებ.
ინტერნეტ რესურსები: https://www.google.ge    ttps://www.youtube.com https://ka.wikipedia.org/wiki/Special:Search?search=&go=Go
გაკვეთილის მენეჯმენტი,
აქტივობები
გაკვეთილის ხანგძლივობა 90 წთ.
(გაკვეთილის თემა და მიზნები დაფიქსირებულია ფორმატზე და გაკრულია თვალსაჩინო ადგილას)
კლასში მოსწავლეები გადანაწილებული არიან 5 ჯგუფად თითოეულ ჯგუფში 5-5 მოსწავლეა.
A ფაზა (გამოწვევა)
მოსწავლეთა მოტივაციის ამაღლებისთვის თითოეულ მოსწავლეს დახვდება მერხზე 3-3 ბარათი სადაც იქნება ჩახატული სამი განსხვავებული ნახატი: წვიმა, ღრუბელი და მზე. უნდა აირჩიონ ერთ-ერთი თავისი.  ხასიათის , განწყობის შესაბამისად. 3 წთ.
აქტივობა  1. ქართული ენა   საიდუმლო ყუთი.  შემაქვს ქაღალდის ყუთი, მოსწავლეებმა უნდა მოიფიქრონ, შეურჩიონ სახელი: ფერადი, საიდუმლო, კარგი და ა. შ. მოსწავლეები  მოიფიქრებენ თავისი ფანტაზიით.
ყუთში გვაქვს სხვადასხვა ნივთი ჩადებული, გაკვეთილის შესაბამისად: ფურცელზე დახატული ბუდე, ხე, მთა, არწივი, ლომი. 5 წთ.
აქტივობა  2.  ქართული  გონებრივი იერიში.  ავიღებთ არწივისა და ლომის ნახატს, ან ფიგურას, მივაკრავთ დაფაზე. ჩამოვწერთ რა იციან ამის შესახებ. 5 წთ.
აქტივობა 3.   ქართული ტექსტზე მუშაობა ინფორმაციული-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების დახმარებით. 10 წთ.
აქტივობა  4. ბუნება  კამათელი. თითოეულ ჯგუფს კამათელის გაგორების პრინციპით შევურჩიოთ დავალებები:
ლომის სასიცოცხლო ციკლი
ლომის დახასიათება: გარეგნობა, საარსებო გარემო, კვება.
არწივის სასიცოცხლო ციკლი
არწივის დახასიათება: გარეგნობა, საარსებო გარემო, კვება.
ვენის დიაგრამა - არწივისა და ლომის მსგავსება და განსხვავება. 8 წთ
პრეზენტაცია. ჯგუფის ერთ-ერთი წევრი გააკეთებს პრეზენტაციას. 1. გაიხსენონ ორგანიზმების სასიცოცხლო ციკლი,
2. დაახასიათონ ცხოველი/ები თავიანთი ნიშან-თვისებებით, განმასხვავებელი ნიშნებით; 3. სიცოცხლისთვის აუცილებელი პირობები.  6 წთ.
აქტივობა 5.  ბუნება  როლური თამაში.  ფილმის ჩვენება.  სტუმრად თვით მეფეები არწივი და ლომი. გამოვიყვან ერთ-ერთ მოსწავლეს დაფასთან კლასის წინ, კლასი დაუსვამს კითხვებს და სტუმარი პასუხობს  პერსონაჟის სახელით. 15 წთ.
აქტივობა 6.  ქართული  წერა.  ჯგუფმა ერთობლივად მოიფიქრონ და დაწერონ პატარა თხზულება,  არწივის და ლომის ერთი ჩვეულებრივი დღე.  გავაკრათ დაფაზე. 7 წთ.
აქტივობა 7.  ხელოვნება    ილუსტრაციის შექმნა.  მოვიწვევ ხელოვნების მასწავლებელს და ვთხოვ მისცეს საჭირო რეკომენდაციები მოსწავლეებს.  მივაკრათ თხზულების ქვეშ დაფაზე. 10-12 წთ.
B ფაზა (შინაარსის რეალიზება)
მოსწავლეებმა გაიხსენონ ამ გაკვეთილთან დაკავშირებით რაიმე ნასწავლი. (მოთხრობა, ლექსი, ანდაზა, გამოცანა). წაგვიკითხონ რამდენიმე. 5 წთ.
აქტივობა  8.  ქართული შეძენილი ცოდნის ახალთან დაკავშირება. ვთხოვ შეასრულონ. დავალება გრამატიკიდან, ბანკნოტების არჩევის მეთოდით.   I ჯგ. მოძებნონ ტექსტში მსგავსი მნიშვნელობის სიტყვები და ამოწერონ. II ჯგ. მოძებნონ ტექსტში საპირისპირო მნიშვნელობის სიტყვები და ამოიწერონ. III ჯგ. მოძებნონ ტექსტში ზედსართავი სახელები და ამოიწერონ. IV ჯგ. აბრუნონ არსებითი სახელი. V ჯგ. მოძებნონ ტექსტში ზმნები დააჯგუფონ დროების მიხედვით.  5-9 წთ.
C ფაზა (გამთლიანება)
აქტივობა 9.   შეკითხვები კლასს:   რა იცოდნენ  გაკვეთილის გაცნობამდე თემის ირგვლივ და რა გაიგეს ახალი. რა მოეწონათ ან არ მოეწონათ გაკვეთილზე, რას შეცვლიდნენ. 5 წთ.
საშინაო დავალება:  შეადგინონ თხზულება ამ სიტყვების გამოყენებით - ტყე, ცხოველთა მეფე, შეშინებული კურდღელი, ფრინველთა მეფე, ჭორიკანა ყვავი, მონადირე. 3 წთ.

გაკვეთილის ჩატარების დრო
2016 წელი,           ივნისი.





























































Комментариев нет:

Отправить комментарий