воскресенье, 2 апреля 2017 г.

საჩვენებელი გაკვეთილი

სსიპ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ კაპრეშუმის საჯარო სკოლა
საჩვენებელი გაკვეთილი ქართულ ენასა და ლიტერატურაში
,,ჩიკო და მიკო" - დიდი წიგნის ერთობლივი კითხვა (კითხვის ეფექტური მეთოდი)
21 მარტი 2017 წელი
I კლასი
სსიპ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ კაპრეშუმის საჯარო სკოლა
გაკვეთილის გეგმა
საგანი
მშობლიური ენა
გაკვეთილის თემა
ჩიკო და მიკო
დიდი წიგნის ერთობლივი კითხვა (კითხვის ეფექტური მეთოდი).
ჩატარების თარიღი
21 მარტი
კლასი
I
მოსწავლეთა რაოდენობა
9
გაკვეთილის  მიზნები
მოსწავლემ შეძლოს, ტექსტის სათაურის მიხედვით გამოთქვას ვარაუდები, ილუსტრაციაზე დაყრდნობით გადმოსცეს ტექსტის სავარაუდო შინაარსი, დასვას კითხვები, დაასახელოს უცხო სიტყვები, დაასახელოს სინონიმები,იფიქროს, იმსჯელოს, დაუკავშიროს ტექსტში მოცემული ინფორმაცია რეალურ ცხოვრებას, მოიყვანონ მაგალითები პრაქტიკიდან, დაახასიათოს პერსონაჟები, აღწეროს მათი დადებითი და უარყოფითი თვისებები, ამოიცნოს ტექსტის მთავარი აზრი.
შეძლოს შესაბამის ინტონაციით ტექსტის წაკითხვა, შესაბამის სასვენ ნიშნებთან.
სწავლის შედეგები უნარ–ჩვევები
მოსწავლეს გგაუვითარდეს: ვარაუდების გამოთქმის, ფანტაზიის, ანალიზის, სინთეზის და შეფასების უნარი. გამოუმუშავდეს თანატოლებთან წყვილებში, თუ საერთო საკლასო მუშაობაში თანამშრომლობის უნარი.
გამოიმუშაოს ტექსტის მთლიანობაში აღქმის, წიგნის კითხვის საწყისი უნარები.
წინარე ცოდნა
მოსწავლე ცნობს ანბანის ყველა ასო–ბგერას, ცნობს სიტყვის ორთოგრაფიულ ხატს, ასოებს ამთლიანებს მარცვლებად, მარცვლებს–სიტყვებად. ცნობს სასვენ ნიშნებს: წერტილი, კითხვის ნიშანი, ძახილის ნიშანი, აკეთებს შესაბამის ინტონაციას.
მისაღწევი შედეგები, ინდიკატორები (საგნობრივი სტანდარტი)
I.2. მოსწავლეს შეუძლია გადმოსცეს მარტივი ინფორმაცია მისთვის ნაცნობ თემებზე.
·        მინიშნებებზე, ილუსტრაციებზე და . . დაყრდნობით გადმოსცემს მოსმენილი ტექსტის შინა
·        არსს;აღწერს ილუსტრაციას (აღწერს მოქმედებას, ასახელებს საგნებს, სწორად აღწერს საგანთა განლაგებას: წინ, უკან, ზევით, ქვევით, მარჯვნივ, მარცხნივ);
·        მეტყველებისას იყენებს წინადადების მოდალობებს (თხრობას, შეკითხვას, თხოვნას, ბრძანებას) და შესაბამის ინტონაციას;
·        წინასწარ მიცემული გეგმის / ინსტრუქციის მიხედვით  გადმოსცემს ფაქტებს.
I.3. მოსწავლეს შეუძლია მართლმეტყველების ელემენტარული წესების დაცვა.
  • მკაფიოდ გამოთქვამს ბგერებს სიტყვაში;
  • პაუზით გამოყოფს სიტყვებს ერთმანეთისგან;
  • იყენებს საკავშირებელ სიტყვებს (და, რომ, მაგრამ...);
  • წინადადების დასრულებას გამოხატავს პაუზით და შესაბამისი ინტონაციით;
  • თავს არიდებს პარაზიტი ჩანართების („ესე იგი“, „დიახ“, „მნა-მნა“...) გამოყენებას სამეტყველო პაუზების დროს
I.4. მოსწავლეს შეუძლია მოისმინოს და გაიგოს ნაცნობ თემატიკაზე შექმნილი მცირე ზომის ტექსტები და გამოხატოს თავისი დამოკიდებულება.
·      სვამს / პასუხობს შეკითხვებს მოსმენილ ტექსტთან დაკავშირებით;
·      ილუსტრაციებს უკავშირებს მოსმენილ ტექსტს და განალაგებს მათ მოქმედებათა თანამიმდევრობის მიხედვით;
·      ამოიცნობს პერსონაჟის ემოციურ მდგომარეობას (მხიარული, მოწყენილი, გაკვირვებული და . .);
·      მონაწილეობს პერსონაჟის ჯგუფურ დახასიათებაში;
·      მონაწილეობს ტექსტის სახელდახელო ინსცენირებაში, ირჩევს როლის შესატყვის ინტონაციასა და ჟესტ-მიმიკას;
·      ქმნის ტექსტის ცალკეული მონაკვეთის/მონაკვეთების ილუსტრაციებს და ასათაურებს მათ;
·      აფასებს მოსმენილს (მომეწონა / არ მომეწონა);
·      აფასებს პერსონაჟს და მის საქციელს (კეთილია / ბოროტია; კარგად მოიქცა / ცუდად მოიქცა და ..);
·      იხსენებს მოსმენილის მსგავს ამბავს.

I.10. მოსწავლეს გამომუშავებული აქვს წიგნთან მუშაობის საწყისი ჩვევები.
·       კითხვისას წიგნს დაიკავებს  სწორად, სათანადო დისტანციაზე;
·       კითხვისას იყენებს მისთვის ხელსაყრელ ხერხს (მაგალითად, თითს აყოლებს ტექსტს);
·       ფორმალური ნიშნების მიხედვით (მაგ., ილუსტრაციების, მსხვილი შრიფტისა და . . მეშვეობით) ამოიცნობს საბავშვო წიგნს, ჟურნალს;
·       განარჩევს ერთმანეთისაგან წიგნის გარეკანს, თავფურცელს, სათაურს, ძირითად ტექსტს, ავტორის გვარსა და სახელს, ტექსტის ბოლოს მოცემულ კითხვებს;
·       განარჩევს ერთმანეთისაგან ტექსტის სიტყვიერ და არასიტყვიერ  ნაწილებს (ილუსტრაციებს, პირობით ნიშნებს).
I.11. მოსწავლეს შეუძლია ტექსტის სტრუქტურის აღქმა.
·       ტექსტში ამოიცნობს აბზაცის, სტროფის, წინადადების დასაწყისსა და დასასრულს;
·       ითვლის ტექსტში აბზაცების რაოდენობას, აბზაცშისტრიქონებისასსტრიქონშისიტყვებისას, სიტყვებში კიასოებისას;
·       მთლიანობაში აკვირდება ტექსტის კომპოზიციურ აგებულებას და ასახელებს ტექსტის მაორგანიზებელ ელემენტებს (სათაურს, ილუსტრაციას, წარწერას, აბზაცს, ლოგოს, ტიპოგრაფიულ მახასიათებლებს, მაგ., მსხვილ შრიფტს და სხვ.);
·       პოულობს სასვენ ნიშნებს (მაგ., წერტილს, კითხვის ნიშანს და სხვ.).
საჭირო მასალა, რესურსი
დიდი წიგნი, წებოვანი ფურცლები, მაგნიტური დაფა და მაგნიტები, თაბახის ფურცლები, კალამი, უბრალო ფანქარი, აქტივობის ბარათები – წინადადებები და სიტყვები.
აქტივობის ფორმები
ინდივიდუალური, წყვილებში, მთელ კლასთან მუშაობა.
თანმიმდევრობა და დრო
საკლასო მენეჯმენტი
მოტივაციის შექმნის მიზნით მერხზე დახვდებათ წებოვანი ბარათები, სადაც უნდა ჩახატონ მზე ან წვიმა შესაბამისი ხასიათის მიხედვით.
აქტ. 1– დიდი წიგნის გაცნობა
მასწავლებელი აჩვენებს მოსწავლეებს მის მიერ შექმნილ დიდ წიგნს და აცნობს მას: გარეკანი, ავტორი, მხატვარი, განმარტავს თითოეულს.
სთხოვს მოსწავლეებს გამოთქვან ვარაუდები წიგნის სათაურის მიხედვით, (თითოეული მოსწავლის აზრი და მნიშვნელოვანია),
გაასეირნოს ილუსტრაციებში, ანუ სთხოვს გადმოსცეს ტექსტის სავარაუდო შინაარსი ილუსტრაციის მიხედვით, რაზე შეიძლება იყოს ტექსტი და როგორ განვითარდება მოვლენები. (მოსწავლეებს უმაღლდებათ მოტივაცია, დიდი ინტერესით და მოლოდინით უსმენენ მასწავლებელს, რამდენად გამართლდება მათი მოლოდინები).
მასწავლებელი კითხულობს თითოეულ წინადადებას, სვამს კითხვებს გასამტკიცებლად, თუ რა მოხდა, რა არის ნაცნობი და არის თუ არა უცხო სიტყვა, სთხოვს კლასს თუ იცის სიტყვის მნიშვნელობა რომელიმემ, განმარტოს, თუ არ იცის თვითონ განმარტავს, შემდეგ სთხოვს მასთან ერთად წაიკითხონ ეს წინადადება. ა. შ. ტექსტის დასრულებამდე.
უსმენს მოსწავლეებს არის თუ არა რამე გაუგებარი, სვამს კითხვებს ტექსტის ირგვლივ.
აქტ. 2– პერსონაჟის დახასიათება – (კოგნიტური სქემა R წრეში პერსონაჟის სახელი, სხივებზე მისი თვისებები).დააჯგუფონ პერსონაჟის დადებითი და უარყოფითი თვისებები, გააკეთონ თვისებების სინთეზი, შეაფასონ მათი პასუხები ამასთან დაკავშირებით.
აქტ. 3 – აქტივობის ბარათები (წინადადებები) – ააწყონ ტექსტი დაჭრილი წინადადებები მიაკრან მაგნიტურ დაფაზე – წყვილებში, ან ჯგუფში, ურთიერთდახმარება. დასრულების შემდეგ მასწავლებელი კლასთან ერთად ერთობლივად კითხულობს ტექსტს.
აქტ. 4 – აქტივობის ბარათები (სიტყვები) – მასწავლებელი სთხოვს მოსწავლეებს გარკვეული წესის მიხედვით (მოქმედების აღმნიშვნელი სიტყვები, ზედსართავი სახელები, საგნის სახელები და სხვ.) მიაკრან დაფაზე არჩეული წესის მიხედვით.
აქტ. 5 – მოსწავლეთა შეფასება – აქტიურობა, მსჯელობა, ვარაუდების გამოთქმა, თანატოლის დახმარება, გამართული კითხვა, ინტონაციით კითხვა. მოსწავლეებს მიეცემათ კომენტარები ზეპირი, გადაეცემათ წახალისების მიზნით წებოვანი სტიკერები.
შეფასება
დაწყებით საფეხურზე I-IV კლასში ძირითადად გამოიყენება განმავითარებელი შეფასება, ზეპირი (ყოჩაღ, იცავდი წესებს, კარგად ასრულებდი დავალებას, ეხმარებოდი თანატოლს, წაიკითხე ინტონაციით ე. ი. კარგად იცი სასვენი ნიშნების მნიშვნელობა, კარგი ბიჭი/გოგო ხარ) და წერილობითი კომენტარი, სტიკერების ჩაწებება.

        მასწავლებელი:                                                        დონარი გორგილაძე


მონიტორინგის ფურცელი
აქტივობები
მოსწ. სახელი, გვარი










1
უსმენს მასწავლებელს, მუშაობს ინსტრუქციის მიხედვით (დიდი წიგნის აღწერა)









2
აღწერს პერსონაჟს









3
უშეცდომოდ პოულობს შესაბამის აქტივობის ბარათს (წინადადებას)









4
უშეცდომოდ პოულობს შესაბამის აქტივობის ბარათს (სიტყვას)









5
კითხულობს უშეცდომოდ, ინტონაციით









6
სვამს კითხვებს და გამოთქვამს მოსაზრებებს









7
ყურადღებით უსმენს მასწავლებელს და კლასელებს









8
ურთიერთთანამშრომლობს კლასელებთან









9
მონაწილეობს შემაჯამებელ ეტაპზე









პირობითი ნიშნები: V შეასრულა უშეცდომოდ,  +(შეასრულა, მაგრამ დაუშვა1–2 შეცდომა),  - ვერ შეასრულა.                                                       

     მასწავლებელი :                                         დონარი გორგილაძე
















































Комментариев нет:

Отправить комментарий