вторник, 6 ноября 2018 г.

პედაგოგიური პრაქტიკის კვლევა



https://drive.google.com/drive/folders/17tIBzobs1QjYZG_ptkNPh6wcAqTvw1cZ?usp=sharing




პირველკლასელთა სასკოლო ცხოვრების გამოწვევები და მათი დაძლევის გზები
პედაგოგიური პრაქტიკის კვლევის ანგარიში
შესავალი
პრაქტიკის კვლევა არის კონკრეტული ადამიანის/ების მიერ საკუთარი მუშაობის პროცესის კვლევა, რათა უკეთ აკეთონ ის, რასაც აკეთებენ, სხვებთან და სხვებისთვის მუშაობის ჩათვლით.
პრაქტიკის კვლევა სიტუაციაზე დაფუძნებული სწავლაა, სწავლა სამუშაო ადგილზე და სამუშაო ადგილის შესახებ. მისი მიზანია სოციალური პრაქტიკის რეალური გაუმჯობესება, განახლება, ცვლილებების ან განვითარების დინამიკის მიღწევა.
ნებისმიერი პრაქტიკული კვლევა, რომელსაც  პედაგოგიური კვლევებიც მიეკუთვნება,  პრობლემის შერჩევით იწყება. ვფიქრობ, ჩემ მიერ შერჩეული საკითხი საკმაოდ აქტუალურია სასკოლო თემში, განსაკუთრებით ახალბედა დამრიგებლებისთვის.
პირველკლასელთა სასკოლო ცხოვრებაში ჩართვა და სკოლის შინაგანაწესის გაცნობა-გათავისება მასწავლებლისთვის საკმაოდ შრომატევადი და საპასუხისმგებლო საქმეა. ამიტომ დიდი მნიშვნელობა აქვს დამრიგებლის სწორად შერჩეულ მეთოდებსა და აქტივობებს მოსწავლეებთან და მშობლებთან, მათი აქტიური ჩართვა სასკოლო ცხოვრებაში მოზარდის პიროვნული თუ აკადემიური განვითარებისთვის.
წინამდებარე ნაშრომი არის პრაქტიკული კვლევის ანგარიში, რომლის მიზანია პირველი კლასის მასწავლებლების და მშობლების ურთიერთთანამშრომლობა და მოსწავლის ხელშეწყობა ახალ გამოწვევებთან გამკლავებაში. პირველი კლასის მოსწავლეთა კონკრეტული საჭიროებების გამოკვეთა და დამრიგებლებისთვის მათზე მორგებული აქტივობების შესახებ რეკომენდაციების შემუშავება.
ნაშრომში ძირითადად განხილულია პირველი კლასის მოსწავლეებისა და მათი მშობლების სასკოლო ცხოვრებაში ჩართვა, ახალი საფეხურის გამოწვევები, წარმოჩენილია პრობლემები და ამ პრობლემების გადასაჭრელად დაგეგმილი აქტივობები.
ეროვნული სასწავლო გეგმის მიხედვით დამრიგებელი ვალდებულია:
Ø  გააცნოს მოსწავლესა და მის მშობელს/კანონიერ წარმომადგენელს (შემდგომში მშობელი) მათი უფლებები და მოვალეობები (სკოლის შინაგანაწესი, მოსწავლის ეთიკის კოდექსი, სასკოლო სასწავლო გეგმის შესაბამისი საკითხები და სხვ.);
Ø  დაეხმაროს მოსწავლს აკადემიური თუ სასკოლო გარემოში წამოჭრილი სხვადასხვა პრობლმის გადაჭრაში;
Ø  იყოს შუამავალი მოსწავლს, მშობლსა და მასწავლებეს შორის პრობლემების წარმოქმნის შემთხვევაში;
Ø  რეგულარულად მიაწოდოს მშობელს ინფორმაცია მოსწავლის აკადემიური მიღწევის, დისციპლინის, პიროვნული პრობლემებისა თუ წარმატებების შესახებ. დაუშვებელია ერთი მოსწავლის დისციპლინისა და აკადემიური მიღწევის შესახებ  სხვისი თანდასწრებით  საუბარი;
Ø  საჭიროების შემთხვევაში, შეხვდეს დაინტერესებულ მშობელს და მიაწოდოს მას მოსწავლესთან და სკოლაში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებული ინფორმაცია;
Ø  გაიგოს მოსწავლის მიერ სკოლის გაცდენის მიზეზი;
დამრიგებელ;ი ვერ შეასრულებს აღნიშნულ ვალდებულებებს თუ მშობლის მხრიდანაც არ იქნა მუდმივი მზაობა და კონტაქტი პედაგოგთან
ნაშრომის სტრუქტურა
ნაშრომში განხილულია
v  ეროვნული სასწავლო გეგმის მიხედვით მშობლისა და სკოლის მუდმივი კონტაქტის აუცილებლობა
v  საკვლევი პრობლემა და საკვლევი საკითხი
v  მუშაობის  აღწერა და მონაცემთა შეგროვების მეთოდები.
v  წარმოდგენილია მონაცემთა ანალიზი.
v  კლასში დაგეგმილი და განხორციელებული ცვლილებები
პრობლემა და საკვლევი საკითხი
პირველი კლასის დამრიგებლობა განსაკუთრებულად რთულია. სასკოლო ცხოვრება, ახალი საფეხურის დასაწყისია, რომელიც მოსწავლისა და მშობლისთვის საკმაოდ რთულ პროცესს წარმოადგენს. მოსწავლეებს უწევთ ახალ გარემოებებთან შეგუება, მასწავლებლები ბაღისგან განსხვავებით, განსხვავებულ ქცევას ითხოვენ; უცხოა მათთვის საკლასო გარემო, სკოლის შინაგანაწესი.
 თუ დაწყებითი კლასი მასწავლებელმა თითოეული ბავშვის ხასიათი და მიდრეკილებები არ შეისწავლა,  რთულია შემდგომი ურთიერთობა, თანამშრომლობა.
ამრიგებლად აქამდე არ მიმუშავია, შესაბამისად მაკლდა გამოცდილება, რამაც ბევრი სირთულის წინაშე დამაყენა. დავიწყე აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით ლიტერატურის მოძიება. სადამრიგებლო გზამკვლევში  ბევრ საინტერესო რამეს გაეცნიფსიქოლოგების რჩევები წაიკითხე, გავიარე კონსულტაციები, თუმცა მხოლოდ თეორიული მასალის ცოდნა არ იყო საკმარისი, რეალობა ითხოვდა კვლევებს, დაკვირვებებს, სხვადასხვა სახალისო, საკლასო და კლასგარეშე აქტივობების პილოტირებას.  
ვინაიდან დამრიგებლის როლში პირველად ვიყავი, მუშაობა დამრიგებლებლებთან გასაუბრებით დავიწყე. შეავსეს დამრიგებლის თვითშეფასების კითხვარი, (დანართი 1) რის შედეგადაც შემექმნა სამუშაოს ზოგადი სახის შესახებ წარმოდგენა.
კვლევის მთავარი კითხვა - რა არის პირველკლასელთა და მათი მშობლების ინტერესები, როგორი დამრიგებელი/მასწავლებელი უნდათ რომ ჰყავდეთ, რას ითხოვენ ზოგადად სკოლისგან?  
მუშაობის  აღწერა და მონაცემთა შეგროვების, კვლევის თვისებრივი მეთოდები
გამოიკვეთა პრობლემა, რაც დამატებით კონსულტაციებს, თუ ინფორმაციის მოძიებას ითხოვდა. კვლევის სანდოობის გაზრდის მიზნით მონაცემთა შეგროვების მეთოდებად გამოვიყენე:
·         წყაროების ანალიზი;
·         ინტერვიუ;
·         დაკვირვება;
·         ფოკუსჯგუფი; 
·         ანკეტირება;
·         გამოცდილების შესწავლა;
·         კვლევის ანგარიში;
·         მონაცემთა ანალიზი;
·         ინტერნეტრესურსების მოძიება, დახარისხება და გამოყენება;
·          სტატისტიკური ცხრილები, დიაგრამები.
საკვლევი პრობლემის აქტუალობის დასადგენად ინტერვიუ ჩავწერე დაწყებითი საფეხურის რამდენიმე მასწავლებელთან. (დანართი 1). მასწავლებლებთან ჩატარებული შეხვედრების შედეგად ჩამოვაყალიბე, თუ რა   არის მოსწავლეთა და მათი მშობლების ინტერესები, რა მიმართულებით საჭირო იყო მუშაობის წარმართვა. დაწყებითი კლასების მასწავლებლების აზრით I კლასის მოსწავლეებს:
ასევე ინტერვიუ ჩავწერე საბაზო საფეხურის მასწავლებლებთან - რა თვისებები და უნარები უნდა ჰქონდეთ  განვითარებული დაწყებითი საფეხურიდან გადმოსულ მოსწავლეებს, ძირითადად რა პრობლემებს აწყდებიან საბაზო საფეხურზე გადასულ მოსწავლეებთან მიმართებით, რას უნდა მიექცეს განსაკუთრებული ყურადღება, რას თვლიან ქცევის მასტიმულირებელ მეთოდებად. ძირითადად რა სტრატეგიებს იყენებენ მოსწავლეებთან ურთიერთობაში:    ფოკუს - ჯგუფი   ჩატარებით მივიღე მშობლებისაგან ინფორმაცია, რომელიც დამეხმარებოდა მოსწავლეების შესახებ  მონაცემთა შეგროვებაში. აღნიშნული მეთოდის გამოყენების მიზანი იყო სკოლასთან, დამრიგებელთან, მასწავლებლებთან დაკავშირებით მშობლების დამოკიდებულების (ზოგადი ფონის) შესწავლა, რაც დაეხმარა კვლევის სწორად წარმართვასა და ანკეტირებისთვის კითხვარის მომზადებაში. ფოკუს-ჯგუფში მონაწილეობდა 15 მშობელი. მშობლებმა შეავსეს კითხვარი სადაც საკუთარი შვილის დახასიათებასაც ითვალისწინებდა. მეტწილად გავეცანი მოსწავლეების შესახებ ზოგად ინფორმაციას, რამაც გამიადვილა მათთან ურთიერთობა. 
ანკეტირება - კითხვარი  მომზადდა ყველა მოსწავლის მშობლისა და კანონიერი მეურვისათვის. დროის დაზოგვის მიზნით, კითხვარები ყველა მშობელს გაეგზავნა სახლში და მეორე დღეს უკან დააბრუნეს შევსებული სახით (დანართი 2 დანართი 3).

კვლევები:
 კვლევის პროცესში მიღებული ინფორმაციის და მონაცემების ანალიზის შედეგი. კლასში 17 მოსწავლეა. ყოველდღიური დაკვირვების შედეგები პირველი სემესტრის სექტემბერ-ოქტომბრის თვისა, ასეთია: ქცევის კორექციისთვის და საკლასო წესების გათავისებისთვის საჭირო იყო დამეგეგმა სხვადასხვა აქტივობები, რომლებიც იქნებოდა სისტემატური, სახალისო და არ დააფრთხობდა მოსწავლეებს; წესების დაცვა არ უნდა ყოფილიყო მათთვის სასჯელი. მოსწავლეებმა ხალისით უნდა დაიცვან და შეასრულონ სასკოლო ცხოვრებისთვის გათვლილი ყველა მოთხოვნა და პირველივე საფეხურიდან უნდა დაეუფლონ საზოგადოებაში, თუ ოჯახში ქცევის წესებს; აუცილებელი იყო მშობლების ჩართულობა და დახმარება. ამის პრაქტიკულად განხორციელება არ იყო იოლი, რადგან, თავდაპირველად, მშობლები აქტიურობდნენ და მაღალი მოთხოვნა ჰქონდათ, როგორც შვილების, ასევე მასწავლებლების მიმართ, თუმცა თანდათან მშობელთა ჩართულობა სასკოლო ცხოვრებაში შემცირდა და ძირითადად აქტიურობდნენ მშობლები, რომლის შვილებიც 35% შედიან.
დამნაშავე საკუთარ თავში ვეძიე, ჩნდებოდა კითხვა, რამ შეიძლება განაპირობოს მშობლის პასიურობა? ჩემსა და მშობლის ურთიერთობაში ხომ არ ჭარბობდა საყვედური, ვიდრე მოსწავლის დადებით მხარეზე საუბარი? საჭირო იყო სასწრაფო რეაგირება და მშობლის დარწმუნება, რომ თითოეულ ბავშვში არასასურველ ქცევასთან ერთად იმალება დიდი ძალა და ინტელექტი, რომლის გამოსავლენად და განვითარებისთვის მასწავლებლისა და მშობლის ერთობლივი მუშაობაა საჭირო.

ინტერვენციების შემუშავება და განხორციელება
შევიმუშავე  ინტერვენციის რამდენიმე ვარიანტი
·         საკლასო ღონისძიებების დაგეგმვა და განხორციელება;
·         მშობლების სურვილი, თავიანთ შვილებს ჰყავდეთ ზომიერად მკაცრი და მეგობრული დამრიგებელი, საჭირო იყო კლასგარეშე ღონისძიებების დაგეგმვა (ექსკურსია, ოჯახში ვიზიტები, მათთან უკეთ დასაახლოებლად და უკეთ შესაცნობად, თუ გასაცნობად);
·         რამდენიმე მშობლის თხოვნა იყო, დავხმარებოდი მათი შვილების სიფიცხის დაძლევაში, რომელიც აგრესიული ფონით გამოიხატებოდა; დავგეგმე კონსულტაციები ფსიქოლოგებთან;
·         მშობელთა მაღალი მოთხოვნა შვილის მიმართ, რომელიც ბავშვებში ხშირად კომპლექსების გაჩენისა და მოტივაციის დაკარგვის მიზეზი იყო.  ბავშვი თვლის, რომ სამარცხვინო შვილია, მშობელი კი ფიქრობს, რომ არა აქვს მის შვილს მეტი შესაძლებლობა და ეკარგება ენთუზიაზმი. მომივიდა აზრად, აუცილებელი იქნებოდა პროექტის შექმნა, რომელიც მოსწავლეთა მშობლების ჩართვას ითვალისწინებდა  მათი უნარების წარმოსაჩენად (ეკი-ვოკი).

საკლასო, თუ სასკოლო პროექტებში მოსწავლეთა ჩართვამ ბევრი სასურველი შედეგი გამოიღო. უპირველესად, შევარჩიე როლები ინდივიდზე გათვლით: მოსწავლეებს, რომლებსაც ჰქონდათ სხვადასხვა პრობლემა: უჭირდათ ურთიერთობა ამხანაგებთან, მიდრეკილება ჰქონდათ ძალადობისა და ჩხუბისკენ, ჰქონდათ კომპლექსი აუდიტორიის წინ გამოსვლისა.
     სკოლის ცხოვრებაში მშობლების ჩართულობას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს მოსწავლეთა წარმატებისთვის. როგორიც არ უნდა იყოს ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური სტატუსი, მშობლის მონაწილეობა შვილის განათლების პროცესში მოსწავლის განვითარებაზე მნიშვნელოვანია. კვლევების თანახმად, მოსწავლეები, რომელთა მშობლებიც აქტიურად მონაწილეობენ საგანმანათლებლო პროცესში, უკეთეს შედეგებს აღწევენ: იღებენ უკეთეს ნიშნებს, აქვთ უფრო მაღალი აკადემიური მიღწევები და უფრო ხარისხიანად შესრულებული საშინაო დავალებები, მათი დასწრების მაჩვენებელი უფრო მაღალია და გამოირჩევიან პოზიტიური ქცევით, კეთილგანწყობილი არიან სკოლის მიმართ, აქვთ საკუთარი თავისა და შესაძლებლობების რწმენა.
მშობელთა ჩართულობა დადებითად აისახება საგანმანათლებლო დაწესებულებაზეც. სასწავლო პროცესში მშობელთა აქტიურობა ამდიდრებს სკოლის კულტურას და ხელს უწყობს მის განვითარებას. ამდენად, უკეთესი შედეგების მისაღწევად სკოლა და მასწავლებელი დაინტერესებული უნდა იყოს მშობლებთან აქტიური თანამშრომლობით.
მშობელთა ჩართულობა   მნიშვნელოვანია, როგორც მოსწავლის შედეგების გაუმჯობესებისათვის, ასევე მშობლის უნარ-ჩვევების განვითარებისთვისაც. იცვლება მშობლის სოციალური, ემოციური მხარე და პიროვნული თვისებები

ბავშვის განათლების პროცესში მონაწილეობის შედეგად მშობელი:  

ü  უფრო გამგები ხდება საკუთარი შვილის მიმართ
ü  უფრო დიდ ყურადღებას უთმობს ბავშვის სოციალური, ემოციური და ინტელექტუალური განვითარების საჭიროებებს;
ü  ხდება უფრო მზრუნველი, ნაკლებად მკაცრი შვილის მიმართ და უფრო მეტად აფასებს შვილის მიღწევებს;
ü  ხდება უფრო თავდაჯერებული და სიამოვნებით  ერთვება ბავშვის განათლებისა და აღზრდის პროცესში;
ü  უფრო თავდაჯერებული არის გადაწყვეტილების მიღებისას
ü  მეტ ყურადღებას აქცევს საკუთარი ცოდნის დონისა და უნარ-ჩვევების ამაღლებას
ü  უფრო წარმატებით იყენებს სხვადასხვა შესაძლებლობებს საკუთარი ოჯახისა და შვილის საჭიროებების დასაკმაყოფილებლად;
ü  შვილს აძლევს საშუალებას, უფრო თამამად გამოთქვას საკუთარი შეხედულებები და პრობლემები. უფრო პოზიტიურ ურთიერთობებს ამყარებს თავისი შვილის მასწავლებლებთან
ü  უფრო სრულყოფილად ფლობს ინფორმაციას ბავშვის მდგომარეობის შესახებ და დროულად იღებს ზომებს მისი პრობლემების მოსაგვარებლად
ჩემ მიერ დაგეგმილი ღონისძიება-პროექტი, ეკი-ვოკი, ითვალისწინებდა მშობლების აქტიურობის გაზრდას მათი შვილების  სახალისო-შემეცნებით საქმიანობაში; ასევე ცეკვის, სიმღერის, მხატვრული კითხვის, ხატვის, თხზულების მოფიქრების აქტივობების განხორციელებაში. მშობლებმა ძალიან მოინდომეს და იაქტიურეს, გამოიჩინეს თავი, წარმოგვიდგინეს მათი შესაძლებლობები და მოირგეს შვილების როლი;  გუნდური მუშაობის პრინციპით მუშაობამ დაახლოვა ისინი და აქტივობების განხორციელებას სიხალისე შემატა. დაიმსახურეს სხვადასხვა ნომინაციის დიპლომები: საუკეთესო მთხრობელი, დეკლამატორი, მხატვარი, მწერალი, მოცეკვავე, მომღერალი.
შედეგი ღირდა შრომას და გარჯას. პროექტმა დადებითი შედეგი მომცა, რასაც მიეცა ტრადიციული სახე:  ყოველი სემესტრის ბოლოს მშობლები შვილებთან ერთად ემზადებიან საგანმანათლებლო პაექრობისთვის. 
გარდა ამისა, სოციალური ქსელი facebook კარგი საკომუნიკაციო საშუალებაა. მოგეხსენებათ დღევანდელი საზოგადოება ამ ქსელის საშუალებით ურთიერთობს, დავიმატე ყველა მშობელი მეგობრებში, სასაუბროში შევქმენი მშობელთა ჯგუფი სახელად I კლასი, სადაც მოდუნების საშუალებას არ ვაძლევდი და ვაძლევ მშობლებ; თითქმის ყოველ დღეს მშობლებს ვუგზავნი ონლაინ-დავალებებს, რომლის გაკეთება ყველას შეუძლია,  https://learningapps.org საიტი ძალიან კარგია ამ მხრივაც: თემის შეჯამებას ვაკეთებ ამ რესურსის საშუალებით, ხოლო მშობლებს ვთხოვ შვილებთან ერთად შეასრულონ დავალება და სქრინ-ფოტოთი მაჩვენონ შედეგი, მაჩვენონ ასევე ფოტო, სადაც ჩანს, რომ შვილებთან ერთად ასრულებენ დავალებას. მშობლები ,,იძულებულნი“ არიან დავალება შეასრულონ სწრაფად შვილთან ერთად, რათა  წარმოაჩინონ საკუთარი შესაძლებლობები. ამასთან, დავალება საკმაოდ სახალისო შინაარსისაა, რასაც დიდი ხალისით აკეთებენ, სულმოუთქმელად ელოდებიან ჩემს შეტყობინებას, სადაც იქნება დავალების ლინკი. ჯგუფში გვიანობამდეა ხოლმე მიმოწერები,მე კი თვალს ვადევნებ როგორ განიხილავენ დავალებას, რა შეეშალათ, ან რა ახსოვდათ და რა გამოუვიდათ კარგად.
          დავგეგმე და განვახორციელე პროექტ-ექსკურსიები, რომლის მიზანი მშობელთა და მოსწავლეების დამეგობრება იყო. მოგეხსენებათ, ექსკურსიები განსხვავებულ გარემოში ურთიერთობაა, სადაც სხვანაირი, მეგობრული, გულთბილი ურთიერთობა ყალიბდება, სადაც საერთოა სიხარულიც, სატკივარიც და ,,საკვებიც“. ეჩვევიან ურთიერთგაგებას, დახმარებას, ერთმანეთის მხარში დგომას, მცირედი ლუკმის განაწილებას.
   დავგეგმე და განვახორციელე სხვადასხვა კონკურსები, სადაც აქტიურობდნენ მშობლები თავიანთი შვილების წარმატებისთვის; კალიგრაფიის კონკურსი, მხატვრული კითხვის კონკურსი, ხატვის კონკურსი, კონკურსი მათემატიკაში ,,მათემატიკური ჭიდილი“, სიმღერის კონკურსი. გამარჯვებულები დაჯილდოვდნენ სიგელებით.
  ჩემთვის თავიდანვე ნათელი იყო, რომ წარმატების ფორმულა მასწავლებლისა და მშობლის ურთიერთობაში დევს. საყოველთაოდ ცნობილია, რომ მშობლებთან აქტიური თანამშრომლობა მასწავლებელს ეხმარება გახდეს უფრო თავდაჯერებული
ü მასწავლებელს უჩნდება მეტი პატივისცემა საკუთარი პროფესიის მიმართ;
ü ის უფრო კმაყოფილისაკუთარი საქმიანობით და მისი შედეგებით
მშობელთა ჩართულობა ზრდის კომუნიკაციის ხარისხს მშობლებსა და მასწავლებლებს შორის, რაც ეხმარება            პედაგოგს, სისტემატურად იღებდეს ამომწურავ ინფორმაციას ბავშვის შესახებ. მოსწავლის ინდივიდუალურ საჭიროებებზე სასწავლო პროცესის მორგება კი მასწავლებელს სასურველ შედეგს მისცემს.   
 ინტერვენცია, რომელშიც საკმაოდ აქტიურად ვიყავით ჩართულნი მშობლები, მოსწავლეები და მასწავლებელი, ვფიქრობ საკმაოდ დადებითი შედეგი გამოიღო. მართალია, პრობლემები სრულად ვერ აღმოიფხვრა, თუმცა ძირითადი საქმე გაკეთდა: მოსწავლეებმა უკეთესად გაიგეს  მეგობრობის, ურთიერთობის, ერთად ყოფნის მნიშვნელობა. მშობლებიც აქტიურად ჩავრთე სასკოლო ცხოვრებაში  და შედეგიც სახეზე იყო. თუმცა სიმართლე რომ ითქვას, იყვნენ ისეთი მოსწავლეებიც, რომელთა მშობლები ნაკლებად ინტერესდებოდნენ, ან ვერ ახერხებენ შვილების დახმარებას; ასეთ მოსწავლეებთან (სულ ოთხი მოსწავლე 17-ში), შევადგინე მეცადინეობის განრიგი, გაკვეთილების შემდეგ თითო დამატებით საათს ვმუშაობდი და ვმუშაობ იმ  საგნებში, რომლებშიც დაბალ აკადემიურ მოსწრებას ამჟღავნებენ.
           შევადგინე ღიმილების დაგროვების სქემა, რომელიც მოსწავლეთა ყოველდღიურ დაკვირვებაშიც დამეხმარა. თითოეულ მოსწავლეს კვირის განმავლობაში გარკვეული რაოდენობის ,,ღიმილი“ უნდა დაეგროვებინა, ასევე მთელ კლასს თვის განმავლობაში, ჯილდოს თვითონ მოიფიქრებდნენ ხოლმე;  ძირითადად მათი სურვილი ექსკურსია, თეატრი, თოჯინების თეატრის ნახვა იყო. მართალია, ჯილდოსთვის იცავდნენ საკლასო წესებს, თუმცა ქცევა ჩვევაში გადაეზარდათ, რამაც სასურველ შედეგამდე გამიყვანა.
ღიმილების დაგროვების სქემა
მოსწავლის სახელი
ორშაბათი
სამშაბათი
ოთხშაბათი
ხუთშაბათი
პარასკევი
სულ ღიმილები
1

JJ
JJ
JJ
JJ
JJ
10
2

J
-
JJ
-
JJ
5
სულ
15

             მომიწია სხვადასხვა აქტივობის გამოყენება მოსწავლეებში სიფიცხის დასაძლევად, გავიარე კონსულტაციები ფსიქოლოგებთან,   გავეცანი სხვადასხვა მეთოდურ ლიტერატურას ფსიქოლოგიის, ასაკობრივ ფსიქოლოგიის საკითხებზე. მოვიძიე სხვადასხვა თამაშობები, ნაწილობრივ შევძელი მოსწავლეებში აგრესიის, სიფიცხის დაძლევა. ჩემი შესაძლებლობების მაქსიმუმი გამოვიყენე ამისთვის. გავეცი რეკომენდაციები მშობლებს, მიემართათ ნევროლოგთა თუ ფსიქოლოგთათვის, შესაბამის სპეციალისტებისათვის. მშობლების და ჩემი ძალისხმევით, ვფიქრობ პრობლემა მოსწავლეში მნიშვნელოვნად დაიძლია.  ფაქტია, რომ კვლევის შედეგები პირველად დაკვირვებასთან შედარებით საოცრად რადიკალური აღმოჩნდა, რაც დიაგრამაზეც ჩანს (პირველი კლასის მე-2 სემესტრის მაისის თვის ანალიზი).
ეს არაა საბოლოო შედეგი, რათქმა უნდა მუშაობა გრძელდება და ვფიქრობ შედეგები კიდევ უფრო გაუმჯობესდება.

გამოყენებული ლიტერატურის მოკლე ანალიზი (ამ საკითხებზე უკვე არსებული გამოკვლევები / თეორიები)
პრაქტიკის კვლევა პედაგოგებისთვის - მოგზაურობა ყვითელი აგურის შარაზე - მერი ლუის ჰოლი, კენტის სახელმწიფო უნივერსიტეტი; ჯოან მ. არჰარი, კენტის სახელმწიფო უნივერსიტეტი ვენდი ს. კასტენი, კენტის სახელმწიფო უნივერსიტეტი - მე-3 გამოცემა Allyn & Bacon  pearson  2012.
ნაშრომი დამეხმარა პედაგოგიური კვლევის ცნების გაგებაში. შემექმნა ზოგადი ცოდნა კვლევის სტრუქტურის შესახებ. მომეცა საშუალება გამომეყენებინა უკვე ნაცადი აქტივობები, რომელიც კარგად დამეხმარა მშობლებთან, თუ მოსწავლეებთან ურთიერთობაში.
გავეცანი მსგავსს თემაზე არსებულ ნინო გვარამაძის სასწავლო კვლევის ანგარიშს http://gvaramadzen.blogspot.com/p/blog-page.html  რა არის მიზეზი საბაზო საფეხურზე მყოფი მოსწავლეების მშობლების, პასიურობისა და დაქვეითებული ინტერესისა შვილების სასკოლო ცხოვრებისადმი.
  ნაშრომი დამეხმარა შემედგინა მშობლებისთვის კითხვარები. კვლევაში დადებული შედეგით  თუ რა არის მიზეზი საბაზო საფეხურზე მყოფი მოსწავლეთა მშობლების პასიურობისა და დაქვეითებული ინტერესი მიზეზი შვილების სასკოლო ცხოვრებისადმი. დავგეგმე სავარაუდო აქტივობები  პირველივე საფეხურიდანვე, რომ ავიცილოთ მსგავსი პრობლემები საბაზო და საშუალო საფეხურზე. კითხვარის საშუალებით გამოვლინდა ძირითადი პრობლემა, რაც დამეხმარა შემდგომი სამუშაოს დაგეგმვაში.
რეკომენდაციები დირექტორებისა და მასწავლებლებისათვის - ,,მშობელთა ჩართულობა'' – USAID G-PRIED თბილისი  2015 - ამ მასალაში ახსნილია მშობელთა სასკოლო ცხოვრებაში ჩართულობის მნიშვნელობა, რამდენად მნიშვნელოვანია ეს მოსწავლის წარმატებისთვის. განხილულია პროექტები და აქტივობები, როგორ ჩავრთოთ მშობლები სასკოლო ცხოვრებაში,  (გვ. 24-26) აქედან რამდენიმე აქტივობა განვახორციელე, მოსწავლეთა ნამუშევრების გამოფენა კლასში, მშობელთა ჩართვა ექსკურსიებში, პროექტი ,,მშობლის დღიური’’, ვაჩვენე სლაიდშოუ მშობელთა და მოსწავლეთა ფოტოებით. მონაწილეობა მიიღეს ბავშვთან ერთად ცეკვაში, სიმღერაში, ლექსი, მხატვრული დადგმა, სკეტჩი და ..
რამდენიმე პროექტი, რომელიც ამ ნაშრომშია განხილული და ვერ მოვახერხე მათი განხორციელება, ვგეგმავ სამომავლოდ და ვფიქრობ შევთავაზო სკოლას ჩაერთოს საინტერესო, სახალისო და წარმატების მომცემ აქტივობებში.

დასკვნები და რეკომენდაციები
მასწავლებელს შრომა წყალში არ ჩაეყრება და აუცილებლად სიკეთით დაუბრუნდება. ჩემ მიერ გაწეულ შრომას ფუჭად არ ჩაუვლია, შედეგი თვალში საცემია. მოსწავლეებში მოხდა ქცევის კორექცია, მეტი მოტივაცია გაუჩნდათ სწავლის მიმართ, საკლასო ქცევების დაცვა მათთვის ყოველდღიურ რუტინად იქცა. მართალია, ვაწყდებით პრობლემებს, თუმცა (ძირითადად ახალშემატებულ მოსწავლეებში) ვისწავლეთ პრობლემის უმტკივნეულოდ მოგვარება. მოსწავლეები თვითონ ინაწილებენ მორიგის ფუნქცია-მოვალეობებს, არიან მეგობრულები, იციან ურთიერთპატივისცემა. მართალია, დიდი შრომა და ენერგია დაიხარჯა აქამდე მოსასვლელად, თუმცა ამად ღირდა.   
სასურველია, დაწყებითი საფეხურის მასწავლებლებმა და არა მარტო მათ, დაგეგმონ და განახორციელონ პროექტები, რომლებიც უზრუნველყოფენ მშობელთა ჩართულობას სასკოლო ცხოვრებაში. სკოლის დირექციაც აქტიურად უნდა მუშაობდეს ამ მიმართულებით. წაახალისოს აქტიური მასწავლებლები, მოსწავლეები, მშობლები. მშობელთა ჩართულობა დადებითად აისახება ზოგადად სკოლაზე:
ü  სკოლას მეტი მხარდაჭერა აქვს მშობლებისგან; 
ü  იზრდება სკოლის იმიჯი საზოგადოებაში;
ü  სასკოლო პროგრამები, რომლებშიც მონაწილეობენ მშობლები, უფრო წარმატებულია, ვიდრე ის პროგრამები, რომლებშიც მშობლები არ მონაწილეობენ;
სკოლებში, სადაც მოსწავლეთა მოსწრება ძალიან დაბალია, მშობლების ჩართულობის გაზრდის შემდეგ ეს მაჩვენებელი აშკარად უმჯობესდება.
მშობლის ნდობის მოპოვება დიდი პრიორიტეტია მასწავლებლისთვის და ზოგადად სკოლისთვის. მშობელი თვლის, რომ ადგილი, სადაც მისი შვილი სწავლობს, მხოლოდ საგნის სწავლებით არ არის  დაკავებული, მისი შვილი აქ იღებს  ცხოვრებისთვის საჭირო გაკვეთილებს. ეს არის ადგილი, სადაც მასწავლებლები ფოკუსირებულნი არიან განავითარონ მოსწავლეში არსებული მრავალმხრივი ინტელექტი, შესაძლებლობა.
  სხვადასხვა აქტივობებით, პროექტებით, მშობელზე პასუხისმგებლობის გადანაწილებით, მშობელი იღებს გარკვეულ ვალდებულებებს, რაც სასურველი შედეგებისკენ მივყავართ.

ბიბლიოგრაფია
1.      ინასარიძე მ, ლობჟანიძე ს, რატიანი მ, სამსონია ი. „მასწავლებლის საქმიანობის დაწყების, პროფესიული განვითარების და კარიერული წინსვლის სქემის გზამკვლევი“ ნაწილი II მასწავლებლის პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი, 2016 http://tpdc.gov.ge/uploads/pdf_documents/gzamkvlevi%20meore%20nawili.pdf
2.      ლობჯანიძეს. „როგორ წარვმართოთ პედაგოგიური კვლევები“ ინტერნეტჟურნალი „მასწავლებელი“ 2012 წლის 3 მაისი.     http://mastsavlebeli.ge/?p=281
3.      გიორგაძე მიხ. „როგორ ვიმუშაოთ პედაგოგიურ კვლევებზე?“ / ციფრული რესურსი http://www.slideshare.net/mylenss/ss-15892201
4.      ზურაბიშვილი თ. „თვისებრივი მეთოდები სოციალურ კვლევაში“ სოციალურ მეცნიერებათა ცენტრი 2006 წ.   http://old.ucss.ge/geo/publication/publications_detail.php?ID=173
5.      წულაძე ლ. „რაოდენობრივი კვლევის მეთოდები სოციალურ მეცნიერებებში“ თბ. 2008. http://css.ge/files/Books/Books/raodenobrivi_kvlevis_meTodebis_saxelomzgv.pdf
6.      მერი ლუის ჰოლი, კენტის სახელმწიფო უნივერსიტეტი; ჯოან მ. არჰარი, კენტის სახელმწიფო უნივერსიტეტი ვენდი ს. კასტენი, კენტის სახელმწიფო უნივერსიტეტი - მე-3 გამოცემა Allyn & Bacon  pearson  2012 წ. პრაქტიკის კვლევა პედაგოგებისთვის - მოგზაურობა ყვითელი აგურის შარაზე.
7.       ნინო გვარამაძე სასწავლო კვლევის ანგარიში - რა არის მიზეზი საბაზო საფეხურზე მყოფი მოსწავლეების მშობლების, პასიურობისა და დაქვეითებული ინტერესისა შვილების სასკოლო ცხოვრებისადმი. http://gvaramadzen.blogspot.com/p/blog-page.html
8.       USAID G-PRIED - მშობელთა ჩართულობა - თბილისი  2015 წ. რეკომენდაციები დირექტორებისა და მასწავლებლებისათვის.

რეფლექსია
სსიპ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ კაპრეშუმის საჯარო სკოლაში ჩავატარე პედაგოგიური პრაქტიკის კვლევა ,,პირველკლასელთა გამოწვევები და მათი დაძლევის გზები“.
კვლევის მიზანი იყო პირველი კლასის მასწავლებლების და მშობლების ურთიერთთანამშრომლობა და მოსწავლის ხელშეწყობა ახალ გამოწვევებთან გამკლავებაში. პირველი კლასის მოსწავლეთა კონკრეტული საჭიროებების გამოკვეთა და დამრიგებლებისთვის მათზე მორგებული აქტივობების შესახებ რეკომენდაციების შემუშავება.
კვლევა მიმდინარეობდა 2016 წლის 1 ოქტომბრიდან 2017 წლის 30 ოქტომბრამდე. საკმაოდ შრომატევადი პროცესის შედეგი წარვუდგინე კოლეგებს მუნიციპალურ კონფერენციაზე 22 ნოემბერს. 2018 წლის 11 მაისს სკოლის დაწყებითი კლასების კათედრის წევრებს და სხვა დაინტერესებულ პირებს.
ცხრილებით, დიაგრამებით და ნარატიულად წარმოდგენილი მონაცემები: ინტერვიუ, ფოკუსჯგუფი, ანკეტირება - ექსპლიციტურად მოცემული ინფორმაციის პოვნა, დაგეგმილი და განხორციელებული აქტივობები, ინტერვენციების შედეგად მიღებული შედეგები, საგულისხმო და საინტერესო აღმოჩნდა კოლეგებისთვის, შესაბამისად გამოიხატა კმაყოფილება, რომ გავაუმჯობესეთ შედეგი, რომ პრობლემის აღმოჩენით, კვლევით, ინტერვენციით სასურველ შედეგზე გავალთ.
კოლეგების რჩევა, მეტი ყურადღება დავუთმო ბულინგის თემას. სამომავლოდ დავგეგმავ ამასთან დაკავშირებით სამუშაოებს, გავეცნობი შესაბამის ლიტერატურას, გავივლი კონსულტაციებს, შევიმუშავებ ინტერვენციებს.
კოლეგებმა გამოთქვეს მზაობა, რომ სამომავლოდ ერთად დავგეგმავთ პედაგოგიურ კვლევებს და ურთიერთგამოცდილების გაზიარების მიზნით დავაკვირდებით ერთმანეთის სამუშაო პროცესებს. ჩამოთვლილი აქტივობების პრაქტიკაში დანერგვა მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს შედეგზე ორიენტირებული სწავლა-სწავლების ხარისხს.

დაწყებითი კლასების მასწავლებელი                                        დონარი გორგილაძე


დამრიგებლის თვითშეფასების კითხვარი                                          (დანართი 1)

#
პირობა
რეგულარულად
ხშირად
იშვიათად
არასოდეს
1
ვზრუნავ  ეფექტურ  სასწავლო  გარემოს   შექმნაზე
2
ვაკვირდები    მოსწავლეთა  აკადემიურ    შეფასებას
3
ვაკვირდები,  რამდენად  იცავენ
მოსწავლეები  ქცევის  წესებს
4
ვიზიარებ  მოსწავლეთა  შეხედულებებსა  და  შენიშვნებს
5
ვიკვლევ  კლასში  შექმნილ  პრობლემის  მიზეზებს  და  ვსახავ  გამოსწორების  გზებს
6
ვთანამშრომლობ  მშობლებთან


19  კითხვა მასწავლებელს - ხართ მზად ამომწურავი პასუხისთვის?       (დანართი 2)

1.   რა აკადემიურ სტანდარტს იყენებთ და რა ჭირდება რომ იცოდნ მშობლებმა მათ შესახებ?
----------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------

2.
როგორ დაეხმარებით მოსწავლეს, როცა ის კლასში წინააღმდეგობებს აწყდება?
----------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------

3.
რა არის ყველაზე მნიშვნელოვანი და შინაარსობრივი, რაც მოსწავლეს სჭირდება, რომ გაიგოს წლის ბოლომდე
----------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------

4.
რაზე ხართ ფოკუსირებული თქვენ, ძლიერ თუ სუსტ მხარეებზე
-----------------------------------------------------------------------------------------

5.
როგორ იყენებთ თქვენ შემოქმედებით და ინოვაციურ აზროვნებას ყოველდღიურად, გაკვეთილზე?
--------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------- 

6.
როგორ იყენებთ გაკვეთილზე კრიტიკულ აზროვნებას?
-----------------------------------------------------------------------------------------

7.
როგორ ხდება მოსწავლის შეფასება? რას ისახავს მიზნად - სწავლისათვის ხელისშეწყობას თუ უბრალოდ, სწავლის ხარისხის გაზომვისათვის გამოიყენება?
--------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------- 

8.
როგორ შევუწყო ხელი წიგნიერებას ჩემს სახლში, როგორც მშობელმა
----------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------

9.
რა სახის შეკითხვებს მირჩევდით, რომ ჩემს შვილებს ყოველდღიურად, გაკვეთილების შესახებ ვკითხო
----------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------

10.
როგორ მიმდინარეობს პროცესი თქვენს გაკვეთილზე და ზოგადად სკოლაში
----------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------

11.
როგორ ზომავთ აკადემიურ პროგრესს
----------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------

12.
რა სასწავლო სტრატეგიას და წიგნებს გამოიყენებთ ამ სასწავლო წელს
----------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
13.
რა სასწავლო მოდელებს იყენებთ (მაგალითად, პროექტზე დაფუძნებულის წავლება, თამაშზე დაფუძნებული სწავლება, დაა..), და რამდენად სასარგებლოა ამ მოდელებით სწავლება
----------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------

14.
რა არის საუკეთესო სკოლის რესურსი ან რაიონის რესურსი რომელსაც მოსწავლეები ან ოჯახები არ იყენებენ?
----------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------

15.
რომელ ტექნოლოგიას გაუწევდით რეკომენდაციას, რომელიც მოსწავლეს დამოუკიდებლად სწავლაში დაეხმარება?
--------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------- 

16.
რა არის ყველაზე გავრცელებული ბარიერები რომლებიც ხელს გიშლით აკადემიური პროგრესის გაუმჯობესებაში თქვენს კლასში
----------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------

17.
როგორ იცვლება განათლება
----------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------

18.
როგორ ხედავთ მასწავლებლის როლს სწავლის პროცესში
----------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------

19.
რა გამომრჩა, რაც არ მიკითხავს თქვენთვის და უნდა ვიცოდე?
----------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------


კითხვარი   მშობლებს                       (დანართი 3)

1.        რამდენიმე სიტყვით  დაახასიათეთ  თქვენი
   შვილი–––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
2.        მისი  ხასითის  რომელ  თვისებას  მიიჩნევთ 
ა) განსაკუთრებით   დადებითად–––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
ბ) განსაკუთრებით   უარყოფითად––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
3.        ოჯახის  რომელ  წევრთანაა  უფრო  ახლოს––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
4.        საქმიანობა, რომელსაც  ხალისით  აკეთებს––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
5.        რითი  ინტერესდება, რითი  გეხმარებათ    ოჯახში?–––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
6.        პრობლემა, რომელსაც  აწყდები   მასთან  ურთიერთობისას–––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
7.        როგორ  ფიქრობთ, როგორ  უნდა  დაგეხმაროთ  სკოლა  ამ  პრობლემის  მოგვარებაში–––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
8.        თქვენი  აზრით,  რა  შეიცვალა  შარშანდელთ ან  შედარებით  თქვენი  შვილის  სასკოლო, ზოგადად, ცხოვრებაში––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

9.         როგორ  ატარებს  თავისუფალ  დროს?–––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

10.     ჩემი  შვილის  პირველი  სემესტრის აკადემიური  მოსწრებით 
ა)   კმაყოფილი  ვარ    ––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––                   ბ) არა  ვარ  კმაყოფილი;––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

11.     თქვენი   სურვილები,მოლოდინები,   რომელიც  გინდათ  კლასის  დამრიგებელმა  გაითვალისწინოს   მომავალში–––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––


   მოსწავლის კითხვარი                                                                (დანართი - 4)
1. როგორი მოსწავლე გინდათ რომ იყოთ?

2. როგორი სკოლა გინდათ რომ გქონდეთ?

3. რით შეაფასებდით მასწავლებელს?

5. ხშირად უნდა მოდიოდეს თუ არა თქვენი მშობელი სკოლაში?დაასაბუთეთ

6. თქვენს პრობლემებზე ესაუბრებით თუ არა კლასის დამრიგებელს და რატომ? თუ არ გსურთ,რატომ?

7. თქვენი აზრით ,აკმაყოფილებს თუ არა ჩვენი სკოლა თქვენს მოთხოვნებს?

8. არიან თუ არა  მშობლები დაინტერესებული  თქვენი აკადემიური მოსწრებით და მოგწონთ ეს?

9. რისი შეცვლა გსურთ სკოლაში?


10. მკაცრად უნდა იცავდეს თუ არა მოსწავლე ქცევის კოდექსს სკოლაში?

1 комментарий:

  1. Can we make money from gambling? - Work of Tommy's
    I am a gambler and have been a patron งานออนไลน์ of poker and choegocasino sports septcasino books since the beginning. For me, it is the ultimate gambling opportunity.

    ОтветитьУдалить